დაფინანსების გარეშე დაწყებული წარმატებული ქართული სტარტაპი
დაფინანსების გარეშე დაწყებული წარმატებული ქართული სტარტაპი
10 იანვარი / 2017
ქართული სტარტაპი Treepex 2017 წლის მაისიდან ამერიკაში, ნიუ-იორკში დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც სტარტაპის ერთ-ერთმა ავტორმა ბაჩო ხაჩიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, პარტნიორთან ლაშა კვანტალიანთან ერთად დაწყებული პროექტი ვებ და მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ბიზნეს კომპანიებისა და კერძო პირების ხის დარგვის პროცესში ჩართვას გულისხმობს.

„Treepex არის ინოვაციური გზა ბიზნეს კომპანიებისა და კერძო პირების ხის დარგვის პროცესში ჩასართავად. ვებ და მობილური აპლიკაციით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეარჩიოს და დარგოს ხე თავის სახელზე ან მისთვის საყვარელ ადამიანს აჩუქოს. ხის შეძენის საშუალებას თავად აპლიკაცია იძლევა, რის შემდეგაც Treepex-ს მსოფლიო რუკაზე დაიტანება ხის ფოტო, მისი ზუსტი გეოგრაფიული ლოკაცია მომხმარებლის სახელით, გვარითა და იმ კომპანიის სახელით, რომელმაც ხის დარგვას მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს თუ როგორ გაიზარდა ხე, რამდენი ჟანგბადი გამოყო, რამდენი ნახშიროჟანგი შთანთქა და ასე შემდეგ,“ -ამბობს ხაჩიძე.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე 5 ათასამდე ხე დაირგო, 1 წლის წინ დაიწყო. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ხეები
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბორჯომის სატყეო ტერიტორიასა და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე დაირგო. Treepex-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ თბილისის ეროვნული პარკთანაც, რომლის ფარგლებში დედაქალაქის ტერიტორიაზეც მოხდება ხეების დარგვა.

„ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიდის და ფაქტობრივად,  Treepex-ის აპლიკაციით უკვე შესაძლებელია ხეების დარგვა აფრიკაში, ტანზანიასა და ამაზონის ტყეში. რაც შეეხება ფასს - 1 ხის დარგვა 7 დოლარი ჯდება (ექვივალენტი ლარებში). ფასი ხის სახეობასა და ლოკაციაზეა დამოკიდებული. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად ორი ჯიშის ხე - ქართული მუხა და კავკასიური სოჭი დაირგო“, - აღნიშნავს ბაჩო ხაჩიძე.

მისივე თქმით, სტარტაპის დასაწყებად დაფინანსება არ მიუღიათ და პროექტის განხორციელება მხოლოდ საკუთარი ინტელექტუალური რესურსისა და დროის ხარჯზე შეძლეს.

„მიმდინარე წლის მაისში ნიუ-იორკში გადავბარგდებით, სადაც პროდუქტს ამერიკელ მომხმარებელს შევთავაზებთ. ამერიკაში ბაზარი და მოთხოვნა მსგავს პროდუქტზე დიდია. თუმცა, გარდა ამერიკისა, ტარგეტირებას ვგეგმავთ კიდევ ორ ქვეყანაში - გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. შესაბამისად, ჩვენი ლოგო 4 ქალაქში - ნიუ-იორკში, ბერლინში, ფრანკფურტსა და ლონდონში გამოჩნდება,“ – ამბობს Treepex-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

თაია არდოტელი
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.05.2017
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
სრულად
25.05.2017
საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“ განიხილა და მოიწონა.
სრულად
24.05.2017
პირველი ქართული ზეთისხილის ზეთი ბაზარზე 25 მაისიდან გამოჩნდება. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „ქართული ზეთისხილის“ დირექტორმა, ნელი გეთიაშვილმა განუცხადა.
სრულად
23.05.2017
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში პირველი ონლაინ კვლევების ინოვაციური პლატფორმა
kvlevbi.ge შეიქმნა.
სრულად
22.05.2017
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო სახელწოდებით „ქარვისფერი ღვინო“, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
26.05.2017
27.05.2017
USD
1
USD
2.4172
2.4172
EUR
1
EUR
2.7114
2.7114
GBP
1
GBP
3.1339
3.1339
RUB
100
RUB
4.2921
4.2921