„ლილო-მოლი“ „ამაზონის“ მსგავს ონლაინ გაყიდვების საიტს ქმნის
„ლილო-მოლი“ „ამაზონის“ მსგავს ონლაინ გაყიდვების საიტს ქმნის
10 იანვარი / 2017
სავაჭრო ცენტრს „ლილო მოლი“ გაზაფხულიდან „ამაზონის“ მსგავსი ონლაინ გაყიდვების საიტი ექნება. როგორც კომპანიის პრეზიდენტმა ლევან გაგუამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, საიტს სავარაუდოდ lilomarket.ge ერქმევა.

მისივე ცნობით, საიტზე საცალო და ბითუმი შესყიდვა იქნება შესაძლებელი, მაგრამ პრიორიტეტი მაინც მწარმოებლებისგან ბითუმად შეძენის უზრუნველყოფა იქნება.

ბითუმი ვაჭრობის შემთხვევაში პროდუქტის მიწოდება არა მარტო ქვეყნის მასშტაბით მოხდება, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. რაც შეეხება საცალო ვაჭრობას, გაგუა აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე მიწოდება მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

„შეიძლება ითქვას ელექტრონულ „ლილო-მოლს“ ვაკეთებთ, სადაც სასურველი ნივთის შეძენა დროის დაკარგვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ეს იქნება „ამაზონის“ მსგავსი ონლაინ გაყიდვების საიტი, რომელსაც დამატებითი სერვისებიც ექნება. მაგალითად პირდაპირ შეძენის გარდა, მოქალაქეს შეეძლება სურვილის შემთხვევაში ჯერ ნიმუში მიიღოს, ნახოს და შემდეგ შეიძინოს პროდუქტი; ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ ადგილზე მიიღოს რამდენიმე პროდუქტი და მათგან სასურველი აარჩიოს. თუმცა, ამ მომსახურებას შესაძლოა დამატებითი ღირებულებაც ჰქონდეს,“ - აღნიშნა გაგუამ.

საიტი სამ ენაზე - ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, კომპანია გაყიდვების ონლაინ საიტის მეშვეობით ექსპორტს ძირითადად, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში გეგმავს.





კომენტარები (2)
15.01.2017
გიო
როგორც ავტობუსები გაუშვით რუსეთში და სომხეთში
11.01.2017
მალხაზი
ვაი ვაი ამაზონს სანამ შეედრებით მოაწესრიგეთ ტერიტოროა შიდა ტერიტორია 90 თიანებს მოგაგონებს ამაზონი :) არა :)
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.02.2017
საქართველოში გრაფიტის პირველი სკოლა და მაღაზია Fabrikaffiti თბილისში გაიხსნება.
სრულად
23.02.2017
2017 წლის 22 თებერვალს კომპანია "ინსორსმა" განაახლა ბიზნეს კაფეს შეხვედრები.
სრულად
23.02.2017
თელავში კომპანია „სამეფო“, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში სასტუმროს გახნის.
სრულად
23.02.2017
თხილისა და ღვინის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა ქართულ თაფლს აქვს.
სრულად
22.02.2017
ვთვლით, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ, ბიზნესზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების სამინისტრო
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
23.02.2017
24.02.2017
USD
1
USD
2.6029
2.6014
EUR
1
EUR
2.7333
2.7434
GBP
1
GBP
3.2411
3.2432
RUB
100
RUB
4.4992
4.4836