ფოთში მშენებარე ფაბრიკა ტანსაცმელს Levis-ისა და „მარკს ენდ სპენსერისთვის“ შეკერავს

ფოთში მშენებარე სამშენებლო ფაბრიკაში ტანსაცმელი ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის შეიკერება, როგორიც Levis, „მარკს ენდ სპენსერი“, „მავი ჯინსი“, „სელიო“ და სხვა ცნობილი ბრენდები არიან.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფაბრიკა Pelin Global-ის წარმომადგენელმა მაკა სიჭინავამ უთხრა, სწორედ აღნიშნულ ბრენდებს აწვდის წარმოებულ პროდუქციას თურქეთში მდებარე კომპანია „პელინი“.

მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მათი დასრულება დაახლოებით 2-3 თვეში იგეგმება. ხოლო უშუალოდ წარმოება მას შემდეგ დაიწყება, რაც დასაქმებული ადამიანების გადამზადება მოხდება.

საწარმოში 1 500-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. პროექტი ქართულ-თურქული ინვესტიციით ხორციელდება.