რა პერსპექტივა აქვს ქართული ღვინის ექსპორტს ბელორუსში

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი საქართველოში ბელორუსის რესპუბლიკის ელჩს, მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ გოგილიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ბელორუსში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები, მარკეტინგული ღონისძიებებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები და ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის საკითხები განიხილეს.

სტუმრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, მარანი და ენოთეკა დაათვალიერეს, დააგემოვნეს ქართული ღვინოები. იხილეთ გაგრძელება