ქვემო ჩხოროწყუში თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვემო ჩხოროწყუში თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია „ჯუმითსის“ სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქვედა ჩხოროწყუში მდებარე 4 558 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა.

კომპანია წლიურად 120 ტონა თხილის გულისა და სულ მცირე, 90 ტონა გამომშრალი დაფნის წარმოებას გეგმავს. საწარმოში 130 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.