სასტუმრო "ანაკლიას" აუქციონზე მესამეჯერ გაიტანენ

სასტუმრო "ანაკლიის" გაყიდვა მესამე აუქციონზე იგეგმება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა თენგიზ ქობალიამ უთხრა.

მისივე ცნობით, სასტუმრო ანაკლია პირველ და მეორე ელექტრონულ აუქციონზე მონაწილისა და ბიჯის (ვაჭრობის, ფასის მატების) არქონის გამო ვერ გაიყიდა.

ზუგდიდის ხელისუფლებამ სასტუმრო „ანაკლიის“ საკუთარი, 75%-იანი წილი ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გასული წლის შემოდგომაზე გაიტანა.