საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემსწავლელი პირველი ლაბორატორია დაფუძნდა

თბილისში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემსწავლელი ლაბორატორია - "ხარისხის ლაბორატორია" დაფუძნდა.

როგორც  "ხარისხის ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი ჭკადუა აცხადებს,  ეს არის ერთადერთი ლაბორატორია საქართველოში, სადაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის კვლევა განხორციელდება.

"ხარისხის ლაბორატორიის" პრეზენტაცია ხვალ მძლეოსნობის სასახლეში გაიმართება. ჭკადუას ინფორმაციით, ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ბიზნესმენები დაესწრებიან.