იანვარში სიგარეტის იმპორტი გაიზარდა

თამბაქოზე აქციზის ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიგარეტის იმპორტი გაიზარდა.

"საქსტატის" მონაცემებით, თამბაქოს წილი მთლიანად საქართველოს იმპორტში გასული წლის იანვართან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2017 წლის იანვარში სიგარეტის იმპორტმა 5 მილიონი დოლარი შეადგინა; მაშინ როცა გასული წლის იანვარში - 4 მილიონი დოლარი იყო.

„საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, 2017 წლის 1 იანვრიდან ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა.