თანამშრომლებისთვის კომფორტული პირობების შექმნის მიზნით, ბიზნესმენმა საკუთარი სახლი საუკეთესო ოფისად გადააკეთა (ვიდეო)

ბრიტანელმა ბიზნესმენმა კრის მორლინგმა თანამშრომლებისთვის საუკეთესო პირობების შექმნის მიზნით, საკუთარი სახლი ოფისად აქცია.

ოფისის თანამშრომლები რიგი პრივილეგიებით სარგებლობენ - აქვთ უფასო ლუდი, ყოველთვიური კომუნალური კომპენსაცია, 45%-იანი ბონუსი და ყოველწლიური შვებულება. გარდა ამისა, 6 000 ამერიკული დოლარი საქველმოქმედო ფონდში გადასარიცხად. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ფონდს თანამშრომლები თავად ირჩევენ. ოფისის თანამშრომლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ უფასო სავარჯიშო დარბაზითა და იოგას კლუბით.

ოფისის დამფუძნებლისა და დირექტორის კრის მორლინგის მიზანი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.

„ჩემს გუნდზე ზრუნვა ჩემი უპირველესი ამოცანაა. ჩემი თანამშრომლები ჩემი ყველაზე ძვირფასი აქტივია“, - ამბობს ბიზნესმენი.

მთავარი ოფისის რემონტი ბრიტანელ ბიზნესმენს 3,7 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა. შტაბბინის განახლების დროს რჩევებს ყველა თანამშრომელს ეკითხებოდნენ. დღესდღეობით ოფისის თანამშრომლებს შეუძლიათ საქმიანი შეხვედრები წარმართონ ბიბლიოთეკაში ან თუნდაც ყინულოვან გამოქვაბულში. ასევე შეუძლიათ გამოიყენონ კინოდარბაზი, რომელიც "ვარსკვლავური ომების" სტილშია მოწყობილი. ოფისი ძალიან კრეატიულია და ძირითადად ნარინჯისფერშია გადაწყვეტილი.

ოფისის დიზაინი მომუშავე პერსონალზე მორგებით შეირჩა, გაითვალისწინეს მათი მოთხოვნები და ინტერესები. ზოგ ადამიანს ფეხზე მდგარს სურს მუშაობა, ზოგს მარტოს, ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ ნებისმიერმა თანამშრომელმა სამსახურში თავი ძალიან კომფორტულად იგრძნოს.

ეს ოფისი 7 წელია არსებობს და 7-დან უკვე 50 თანამშრომლამდე ავიდა. დირექტორი პერსონალის მიღებას აგრძელებს.