100 ლარით დაწყებული მინის ხელჩანთების ბიზნესი
100 ლარით დაწყებული მინის ხელჩანთების ბიზნესი
18 მარტი / 2017
ორგანული მინის ჩანთები ქართულ ბაზარზე გასული წლის შემოდგომით გამოჩნდა. ბიზნესის წამოწყების იდეა ინტერიერის დიზაინერს ნინი ზექალაშვილს გაუჩნდა. ჩანთების შექმნაში ნინის მაგდა წილოსანი და ნოდო დუნდუა ეხმარებიან. ბრენდის შექმნის, განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” მინის ჩანთების შემქმნელი ნინი ზექალაშვილი ესაუბრა.

”იდეის განხორციელება გასული წლის აგვისტოს ბოლოს დავიწყე. თავდაპირველი ნამუშევრები ბოლო მოდელებისგან ძალიან განსხვავდება. ზაფხულის შემდეგ რამდენიმე მომწოდებელი შევიცვალე. ორგანული მინა ახლა უკვე ევროპიდან ჩამოგვაქვს. გარდა ამისა, დანადგარიც გამოვიწერეთ“, - გვიყვება ნინი ზექალაშვილი.

MAY-ის ჩანთები ჯერ მხოლოდ ონლაინ სივრცეში ”ფეისბუქით” იყიდება. ჩანთებზე მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. როგორც ნინი ზექალაშვილი ამბობს, მათ 3 ადამიანი, ერთი მკერავი და 2 კურიერი ჰყავთ დასაქმებული.

”ჩანთებს ყველა გემოვნების ადამიანისთვის ვქმნით. განსაკუთრებით პრაქტიკული და ყოველდღიური ელვიანი მოდელებია. სრულიად გამჭვირვალე მოდელებს სადღესასწაულოდ იძენენ. თითო-თითო მოდელი საფრანგეთსა და როსტოვში გავგზავნეთ. როსტოვიდან კვლავ გვაქვს რამდენიმე შეკვეთა. 2 მოდელი კანადაში გავაგზავნეთ. ასევე ჩვენი პროდუქტით ლიტველი ქალი დაინტერესდა, რომელსაც რამდენიმე დღეში ხელჩანთების 3 მოდელს გავუგზავნით, სამომავლოდ შესაძლოა
You must have Flash Player installed in order to see this player.
მან ჩვენი პროდუქტი ბელორუსის, ლიტვისა და მოსკოვის ბაზარზე გაიტანოს”, - ამბობს MAY-ის დამფუძნებელი.

ნინი ზექალაშვილი „ბიზნესპრენიუსს“ იმ დაბკოლებაზეც ესაუბრა, რომელიც მათ ბიზნესში გაჩნდა. როგორც ბრენდის შემქმნელი გვეუბნება, მათ იდეებს სხვა დიზაინერი ითვისებს.

„ერთ-ერთმა დიზაინერმა, რომელიც ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, ჩვენი სლოგანი მიითვისა და ასევე რამდენიმე იდეაც მოგვპარა. ამ საკითხზე იურისტებთან კონსულტაცია უკვე გავიარეთ და ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები“, - აცხადებს ნინი ზექალაშვილი.

MAY-ის შემქმნელი ”ბიზნესპრესნიუსთან” სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ”ყველაფერი 1 ჩანთით დავიწყეთ და ბოლოს 85 მოდელი დავამზადეთ. მაისისკენ გვინდა დახლის ან მაღაზიის გახსნა, ეს სიმბოლურიც იქნება. ვგეგმავთ სამკაულების ხაზის განვითარებასა და ორგანული მინის საათების დამზადებას, ნატურალური ტყავი და ხე უკვე შევიძინეთ, ვაპირებთ კოლაბორაციას სამკაულების ბრენდთან Elleana accessories. შეიძლება ჩვენს ნაწარმს ზურგჩანთებიც დავამატოთ, რადგან მოთხოვნა დიდია. პარტნიორობას ვგეგმავთ Wishlist-თან, რომელიც ჩვენი პროდუქტის ონალიან გაყიდვას უზრუნველყოფს. ასევე სამომავლო გეგმებში გვაქვს ჩვენი ბრენდის დაპატენტება”, - ამბობს ნინი ზექალაშვილი.

ორგანული მინის ჩანთების ქართული ბრენდი MAY, რომლის დამფუძნებლებმაც თავისი პროდუქციის სხვა მაღაზიებში განთავსებაზე უარი თქვეს, სამომავლოდ სახელოსნოს შექმნას გეგმავენ და ბრენდის ინტერიერის დიზაინის მხრივ გამოყენებასაც აპირებენ.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 578 ერთეული შეადგინა, რაც მაისის თვის მონაცემზე 5.2%-ით ნაკლებია, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტი.
დამღლელი სამუშაო წლის კულმინაცია ახლოსაა. ბევრმა ჩვენგანმა ალბათ სამგზავრო ჩანთების ჩაწყობა უკვე დაიწყო, მაგრამ დასვენებისთვის საჭირო და არასაჭირო ნივთების კლასიფიკაციაზე უფრო რთული, სავარაუდოდ, თავად მოგზაურობის ორგანიზებაა.
Startup Grind - ეს არის გლობალური ერთობა, რომელის მიზანიც ინოვაციური მეწარმეობის პოპულარიზება, მეწარმეების ერთმანეთთან დაკავშირება, წარმატებული სტარტაპების გამოვლენა, მათ მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა და ახალგაზრდების შთაგონებაა.
საქართველოში მეორადი საბურავების გადამუშავება უკვე შესაძლებელია. ინოვაციური პროექტის ფარგლებში, მულტიფუნქციური სპორტული მოედნებისა და მოდერნიზებული ასფალტის წარმოება იგეგმება.
ბოლო 3 თვეში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის სათამაშო ბიზნესის 23 სუბიექტი დაჯარიმდა.
რძის პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში აშენდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით
2010-2016 წლების განმავლობაში, სათამაშო ბიზნესის სფეროში 1 471 ნებართვაა გაცემული.
მსხვილ ბიზნესსა და სტრატეგიულ ობიექტებში კაპიტალის დაბანდების შემდეგ, რუსული ფული საქართველოში შედარებით მცირე, მაგრამ რენტაბელური სფეროებით დაინტერესდა.
"ამაზონი" უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღვინის ბიზნესში ერთვება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.07.2017
სნოში ხვალ პილიგრიმებისთვის 34-ადგილიანი სასტუმრო გაიხსნება.
სრულად
22.07.2017
"21 სული ძროხა გვყავს, მათ შორის 10 მეწველია, ზოგი ბუღაა, ზოგიც ხბო. მესაქონლეობას შარშან, ივლისში მივყავით ხელი. სათიბში მთაში დავდივართ. კიდევ 4 ღორი და 27 ბურვაკი, 2 ცხენი და თხებიც გვყავს. საქონლის მწყემსვაში 5 ძაღლი გვეხმარება - 3 მეცხვარე  და 2 მეძებარი"
სრულად
20.07.2017
„ვისოლ ჯგუფი“ ხვალ, „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს გახსნის.
სრულად
20.07.2017
ბაზარზე დაახლოებით 4-5 თვეა გამოჩნდა ქართული ინტერნეტ პლატფორმა, რომელიც ციფრული ანალიტიკისა და მარკეტინგული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.
სრულად
20.07.2017
მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 578 ერთეული შეადგინა, რაც მაისის თვის მონაცემზე 5.2%-ით ნაკლებია, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტი.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.07.2017
23.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713