VELLINO - ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული კახური ღვინო

ქართული ღვინის ბრენდი VELLINO ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა.

ახალგაზრდა ბიზნესმენის, ბექა ჯიმშელაძის სტარტაპი ძალიან მალე წარმატებულ კომპანიად ჩამოყალიბდა. ბრენდირებულ, ბოთლებში ჩამოსხმულ საფერავს დღეისათვის ყველა ცნობილ, კარგ ღვინის მაღაზიაში შეხვდებით. VELLINO ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სახის პროდუქციას აწარმოებს, თუმცა კომპანიას საკმაოდ ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს. დეტალებზე VELLINO-ს დამფუძნებელს „ბიზნესპრესნიუსი“ ესაუბრა.

ქართული ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ღვინის ნაირსახეობით. როგორ მიიღო მომხმარებელმა ახალი პროდუქცია და რითია გამორჩეული VELLINO?

bpn

დაარსების დღიდან ამ დრომდე უამრავ ღვინის გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. პროდუქცია სხვადასხვა ფესტივალზე გავიდა და ყველგან დიდი მოწონება დაიმსახურა. მომხმარებელი VELLINO-ს სწორედ განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით გამოარჩევს. მიჩნეულია, რომ მარნის, თანაც კახური ღვინო რთულად დასალევია. ჩვენ გვინდოდა, რომ ისეთი პროდუქცია გვეწარმოებინა, რომელიც ნებისმიერი კატეგორიის, ასაკის მომხმარებელს მოეწონებოდა. VELLINO არის კახური ღვინო, დამზადებული ევროპული ტექნოლოგიით. აქვს სპეციფიკური გემო, ფერი და სურნელი.

როგორია წარმადობა და პროდუქციის ფასები?

2016 წელს VELLINO-ს ბრენდის ქვეშ 3000 ბოთლი ღვინო გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლისთვის პროდუქცია სიახლე იყო, რეალიზაციის მაჩვენებელი პირველ წელს ძალიან მაღალი იყო. ამიტომ მასშტაბებს შეძლებისდაგვარად გავზრდით, მაგრამ ეს მოხდება აუცილებლად მაღალი ხარისხის შენარჩუნების პარალელურად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა. რაც შეეხება ფასს, საშუალო სარეალიზაციო ფასი 25-30 ლარამდე მერყეობს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ გაზაფხულიდან მომხმარებლებს სიახლეს შევთავაზებთ. საფერავის

bpn გარდა, VELLINO -ს ბრენდის ქვეშ რქაწითელისა და მანავის მწვანეს წარმოებასაც ვიწყებთ. ახლო მომავალში კომპანია მომხმარებლებს არაყსაც შესთავაზებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კაკაბეთში სადეგუსტაციო სივრცის მოწყობაა. პროექტი უკვე შედგენილია, სამუშაოები მარტის ბოლოს დაიწყება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ივნისიდან უკვე შევძლებთ სტუმრების მიღებას. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან. მათი დაინტერესება განაპირობა როგორც ჩვენი ღვინის მაღალმა ხარისხმა, ისე ჩვენი მარნის ადგილმდებარეობამ. დედაქალაქთან სიახლოვე მათ ფინანსურ ხარჯებს უმცირებთ და რაც მთავარია, ზოგავს დროს. მათი თქმით, ჩვენი მარანი იდეალურად ჯდება დავით-გარეჯის ერთდღიან ტურში. ასე რომ, ზაფხულიდან კიდევ ერთი ძალიან კარგი მარანი გაჩნდება ღვინის ტურიზმის რუკაზე. 

სტარტაპისთვის ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გარკვეული სახის მხარდაჭერას. თქვენ შემთხვევაში იყო თუ არა ხელშეწყობა, თუნდაც არაფინანსური?

bpnშეიძლება კარგი იდეა გქონდეს, მაგრამ როცა დამწყები ხარ, შესაბამისად, არ გაქვს იმდენი ბრუნვა, რომ ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაზე იფიქრო და რეინვესტირება განახორციელო. ამიტომ, მართლაც ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. ძალიან ბევრი გვეუბნებოდა, რომ ტურისტებისთვის სადეგუსტაციო სივრცის შექმნა კარგი იქნებოდა, თუმცა ამისთვის თანხა არ გვქონდა. ამ კუთხით მხარდაჭერა თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერისგან“ მივიღეთ.

ვფიქრობ, რომ ბიზნესის წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი დაგეგმარებაა. კარგია, როცა ბევრი წარმატებული ახალგაზრდის ისტორიას ვიგებთ. მათ გავლილ სირთულებსა და გამოწვევებს ვეცნობით. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის სტიმულის მიმცემია.

#სტარტაპერი #გვეამაყები

იხილეთ ფოტოგალერეა

ქრისტინე გამთენაძე

ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი