ქუთაისში სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა

ქუთაისში დღეს, სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, შს მინისტრი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი, ასევე ადაპტირებული ნომერი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს.

პროექტი საპარტნიორო ფონდმა "კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელთან" პარტნიორობით ააშენა. ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ფონდის თანამონაწილეობა 1.4 მლნ დოლარია.