ხის ნარჩენებით დაწყებული მეორე ბიზნესი

ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსებული ახალი სასათბურე მეურნეობა „ჯეოარ პლიუსი“ ფუნქციონირებს. საწარმოს შესაქმნელად კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით“ ისარგებლა. საწარმო 2016 წელს გაიხსნა, სადაც წელიწადის განმავლობაში საშუალოდ 15 ადამიანია დასაქმებული.

სასათბურე მეურნეობაში წელიწადში 80-100 ტონა ბოსტნეულს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება.