ინოვაციური სტარტაპი, რომელიც კვლევაში მონაწილეობისთვის მომხმარებლებს თანხის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში პირველი ონლაინ კვლევების ინოვაციური პლატფორმა

kvlevbi.ge შეიქმნა.

საიტი კვლევის დამკვეთისთვის სასურველი შედეგის მიღების იაფი, მარტივი და სწრაფი მექანიზმია. ხოლო კვლევის მონაწილისთვის ფულის გამომუშავების რეალური შესაძლებლობა.

რესპონდენტი კითხვარის შევსების სანაცვლოდ იღებს გარკვეულ თანხას და ამავდროულად კვლევაში მონაწილეობს მხოლოდ ვებგვერდის მეშვეობით, მისთვის ხელსაყრელ დროს. თუ როგორ ხდება კვლევის შეკვეთა და მასში მონაწილეობა, დეტალური ინფორმაციისთვის „ბიზნესპრესნიუსი“ სტარტაპის პროექტების განვითარების მენეჯერს რევაზ ყუფარაძეს ესაუბრა.bpn

“თქვენი აზრი ღირებულია“ - ესაა ჩვენი კომპანიის სლოგანი და ამ პრინციპიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ვებგვერდის მომხმარებლები კვლევაში მონაწილეობისთვის იღებენ ანაზღაურებას. გამომუშავებული თანხა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რთულ შეკითხვებზე მოუწევს მას პასუხის გაცემა და რა დროს დახარჯავს ამისთვის. კვლევის დამკვეთს შეუძლია სპეციალური ფილტრების გამოყენება. ეს მათ ეხმარება კითხვარის მხოლოდ სასურველ აუდიტორიამდე მიტანაში. დამკვეთს შესაძლებლობა აქვს, რესპონდენტები ასაკის, სქესის, სამუშაო ადგილის, სტატუსის, საცხოვრებლის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით გაცხრილოს“, - აღნიშნა რევაზ ყუფარაძემ.

დღესდღეობით კვლევები ძირითადად სატელეფონო ან კარდაკარ გამოკითხვის მეთოდით ტარდება. როგორც სტარტაპის ავტორები აღნიშნავენ, ორივე მეთოდი საკმაოდ პრობლემურია. ყუფარაძის განმარტებით, ასეთ შემთვევებში კვლევაში მონაწილე პირები კითხვარს ძირითადად გულგრილად ავსებენ და შესაბამისად კვლევის შედეგიც შორს დგას რეალობასთან.bpn

Kvlevebi.ge ნებისმიერ ორგანიზაციას ეხმარება კვლევების ჩატარებაში. ამჟამად ჩვენს საიტზე 3400 ადამიანია რეგისტრირებული. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი კვლევების სიზუსტეს სხვა ფაქტორებთან ერთად განსაზღვრავს ინტერვიუერის ეფექტის გამორიცხვაც. რესპონდენტს კითხვარის შევსება არ უწევს სხვისი თანხლებით, შესაბამისად, ის გაცილებით გულახდილია პასუხის დაფიქსირებისას. მომხმარებელი მხოლოდ ერთხელ რეგისტრირდება საიტზე. ავსებს კითხვარს. შეყავს საჭირო ინფორმაცია და ასე ხვდება ჩვენს ბაზაში. როცა კვლევის შეკვეთას ვიღებთ, მომხმარებელს თუ ის კვლევისთვის სასურველი რესპონდენტია, მისდის ინფორმაცია sms-ის სახით", - აცხადებს kvlevebi.ge-ს პროექტების განვითარების მენეჯერი.

საიტს აქვს ქველმოქმედების სერვისიც. თუ კვლევაში მონაწილეს თავად არ სურს თანხის აღება, შეუძლია დაეხმაროს მას, ვისაც ეს სჭირდება. კვლევაში მონაწილის ანაზღაურებას კი ვებგვერდის კალკულატორი განსაზღვრავს. კვლევის დამკვეთს პასუხები საშუალოდ ერთი კვირის ვადაში მისდის. სურვილის შემთხვევაში kvlevebi.ge მათ კითხვარის შედგენაში და მონაცემთა bpnანალიზშიც უწევს დახმარებას.

Kvlevebi.ge კიდევ ერთი სტარტაპია, რომელიც თიბისი ბანკის სტარტაპების მხარდამჭერ პროგრამაში „სტარტაპერი“ მონაწილეობს და პროგრამის ფარგლებში არაფინანსურ მხარდაჭერასაც იღებს.

„დღეს ბაზარზე თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია. მაღალი კონკურენციის პირობებში, სტარტაპები ხშირად წყვეტენ საქმიანობას, რაც ძალიან ცუდია. ნებისმიერი ახლადშექმნილი კომპანიისთვის „თიბისი ბანკის“ მსგავსი ლიდერი კომპანიის მხარდაჭერა დიდი ფუფუნებაა", - აღნიშნა რევაზ ყუფარაძემ.

ინოვაციურ კომპანია kvlevebi.ge-ში ამჟამად ათი ადამიანია დასაქმებული. კომპანია ახლო მომავალში მონაცემთა ბაზის გაზრდას, საიტის დახვეწას და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მარტივი პირობების შეთავაზებას გეგმავს.

ქრისტინე გამთენაძე

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი