„აგროჰაბსა“ და  „გასტრონავტს“ შორის  ქართული კულინარიული სკოლის განვითარებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჰიპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და კვების დაწესებულების ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი ქართული კულინარიული სკოლის განვითარებაა. ერთობლივი მუშაობის შედეგად, დაგეგმილია ავთენტური ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის ზრდა, ახალი რეცეპტების შექმნა და მივიწყებული ენდემური პროდუქტების მოძიება-პოპულარიზაცია.

როგორც „აგროჰაბის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯაშიაშვილმა აღნიშნა, მემორანდუმი ითვალისწინებს ისეთი მივიწყებული პროდუქტების თანამედროვე სამზარეულოში დაბრუნებას, როგორიცაა დამბალხაჭო, ტენილი ყველი და სხვა.

„აგროჰაბს“ ყავს ძლიერი ლოჯისტიკური გუნდი, რომელიც გაშლილია მთელს საქართელოში ამასთანავე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენს პარტნიორებთან. შესაბამისად, არასეზონური პროდუქციიის მოძიებას და ბაზრისთვის მიწოდებას მუდმივ რეჟიმში ვახერხებთ . სწორედ, ესაა „აგროჰაბის“ მთავარი დანიშნულებაც,“-განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.

„გასტრონავტის“ დამფუძნებლისა და მმართველი მენეჯერის ლევან ქოქიაშვილის განმარტებით, „აგროჰაბის“ დახმარებით შეფმზარეულებისა და რესტორნებისათვის პროდუქციის მიწოდება უწყვეტად მოხდება.

„ამ ეტაპზე ჩვენ ჩავდივართ სოფლებში რაიონებში და ვეძებთ სეზონურად პროდუქტებს. „აგროჰაბი“ ამ კუთხით საქმიანობას მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურიზმი სწორედ კულინარიაზე დგას, საქართველოში მოგზაურობენ ქართული ღვინის, სუფრის და უნიკალური კერძების გასასინჯად, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათთვის მუდმივად შევძლოთ სიახლეების შეთავაზება.“-აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.

„აგროჰაბსა“ და „გასტრონავტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა.

ქრისტინე გამთენაძე