European Chamber-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმოების კუთხით საქართველოს რეიტინგი 4 პოზიციით გაუმჯობესდა
European Chamber-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმოების კუთხით საქართველოს რეიტინგი 4 პოზიციით გაუმჯობესდა
15 ივნისი / 2017
European Chamber-ის კვლევის - „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის“ მიხედვით, საქართველო მე-20 ადგილს იკავებს.
2016 წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა 4 პოზიციით, სარეიტინგო შეფასება კი 64.7-დან 68.6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეფასებით საქართველო ევროპის ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა - ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი საბერძნეთი.

მათივე ცნობით, რეიტინგის მიხედვით, საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის ისეთ ქვეყნებს როგორიცაა - ბელორუსი, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

„European
You must have Flash Player installed in order to see this player.
Chamber კვლევის ფარგლებში 46 ევროპულ ქვეყნაში ბიზნესის წარმოება შეფასდა, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსებს ეყრდობა. European Chamber-ის კვლევა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსების საშუალო მაჩვენებელს და ზომავს ბიზნესის კეთების კონტექსტს ბიზნეს გარემოს, კანონმდებლობის, ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური კლიმატის და ბიზნესზე მოქმედი რეგულაციების ჩათვლით იღებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებს და 44-ე ადგილს Transparency International-ის კორუფციის აღქმის რეიტინგში.

„აღნიშნული პროგრესი ნათლად ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე და ინიცირებული რეფორმების შედეგიანობას. რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მთავრობა აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის შემდგომ განვითარებას და საბოლოოდ, დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველა ორგანიზაცია სინამდვილეში პატარა ქალაქების ნაკრებია.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელა.
მოგზაურობა ბევრისთვის გართობასთან და დასვენებასთან ასოცირდება. 18 წლის ეკატერინე გიორგაძემ კი ის ბიზნესად აქცია და აბიტურიენტობისას საკუთარი ტურისტული კომპანია hot travel დააარსა.
მიმდინარე  წლის მე-2 კვარტალში  საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა.
კომპანია „თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს.
შპს „მულტიტესტის“ ლაბორატორიული კვლევის თანახმად, სავაჭრო ცენტრ "დიდუბის", იგივე ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია.
გასულ თვეს საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ჩამოსულ ვიზიტორებს შორის ერთ-ერთი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი.
კახეთის რეგიონში გავრცელებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა
ოზურგეთში „ზარას“, „მანგოს“, „ბერშკას“, „მასიმო დუტის“ და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება.
"საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულშია" - ამის შესახებ ეკონომისტი მიხეილ დონდუა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.08.2017
ყველა ორგანიზაცია სინამდვილეში პატარა ქალაქების ნაკრებია.
სრულად
21.08.2017
29 წლის ნოდარ ლატიბაშვილის მოსმენისას აუცილებლად გაიფიქრებ, შესაძლებლობების სწორად გამოყენება რომ ვიცოდეთ, ფეხზე ყველანი დავდგებითო.
სრულად
21.08.2017
"ბოლოკის ნერგი 5 სანტიმეტრი სიმაღლის მაინც უნდა იყოს. გაზაფხულზე, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში, ღია გრუნტში უკვე წამოზრდილი ნერგები გადააქვთ. კვლებს შორის მანძილი 15-20 სმ უნდა იყოს, ხოლო მცენარეებს შორის - 5-8 სმ"
სრულად
21.08.2017
ლერი პატაშვილს თელავის სოფელ ნაფარეულში კაკბების გუნდი ჰყავს.
სრულად
20.08.2017
ალბათ დამეთანხმებით, რომ სათამაშო ბავშვების შემეცნებითი უნარების განვითარებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დეტალია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.08.2017
22.08.2017
USD
1
USD
2.3895
2.3910
EUR
1
EUR
2.8067
2.8099
GBP
1
GBP
3.0808
3.0818
RUB
100
RUB
4.0213
4.0530