ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, სოფელ ქსოვრისში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა
 ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, სოფელ ქსოვრისში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა
15 ივნისი / 2017
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში შპს „ქართული ხილის კომპანიამ“ ვაშლის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შპს „ქართული ხილის კომპანიის“ მიერ 10 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კომპანია პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და ნერგების შეძენისათვის 100 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 492 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 17 382 147 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ხეხილის ბაღები 55 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
წაღვერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მოსახლეობის ნაწილი სოფელ დაბაში მდებარე საგანგებო შტაბთან მივიდა და დახმარება ითხოვა.
სოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია.
გუშინ ღამე სოფელ დაბიდან ერთი ოჯახის ევაკუაცია მოხდა, თუმცა ამ წუთში მათ სახლსაც არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.
ალტერნატიული ენერგეტიკა ბოლო წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
არ მგონია, რომ სწორი იყოს საქართველოში ტურიზმის განვითარების წარმატების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან, მით უმეტეს, როდესაც „ჯემ ფესტის“ პროექტს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები
„ვაშლების დარიგების“ კამპანიის პირველ ეტაპზე განათლების სამინისტროს 45 ტონა ვაშლი დასჭირდება.
განათლების სამინისტრო სკოლებში "ვაშლის დარიგების“ კამპანიას სექტემბრიდან, სწავლის დაწყების პირველივე კვირიდან დაიწყებს.
რაჭაში მთის ჩამოშლის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
მთავრობამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაფინანსებულ ინოვაციურ პროექტებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციისას გამომგონებლისა და სახელმწიფოს წილების დადგენისა და გაცემის წესი დაადგინა.
თბილისის ცენტრში სკოლები უზრუნველყოფენ თითქმის ევროპულ განათლებას, ხოლო სოფლის სკოლები მაგრად არიან ჩამორჩენილი
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.08.2017
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ყავის გადამამუშავებელ საწარმო „კოფი გრუპს“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
სრულად
22.08.2017
„ცენტრ პოინტის“ შეძენას სამშენებლო კომპანია m2 არ აპირებს.
სრულად
22.08.2017
ეზოს, ბაღის, ვერანდისა და აგარაკის მოსაწყობად ქართულ ბაზარზე უკვე ადგილობრივი წარმოების ხისა და რკინის კომბინაციით დამზადებული ავეჯი გამოჩნდა.
სრულად
21.08.2017
”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია დასრულდა.
სრულად
21.08.2017
ყველა ორგანიზაცია სინამდვილეში პატარა ქალაქების ნაკრებია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.08.2017
24.08.2017
USD
1
USD
2.3913
2.3946
EUR
1
EUR
2.8107
2.8216
GBP
1
GBP
3.0666
3.0646
RUB
100
RUB
4.0489
4.0493