Amazon-ი ავტომობილების გაყიდვებს იწყებს

ამერიკული ონლაინ რიტეილერი „ამაზონი“ ავტომობილების ონლაინ გაყიდვის რეჟიმს ევროპაში აამუშავებს.

კომპანია ლუქსემბურგში ახალი ბაზის მშენებლობას გეგმავს, საიდანაც მოხდება ბიზნეს-ოპერირება. აქამდე „ამაზონს“ ავტონაწილების გაყიდვის გამოცდილება ჰქონდა, სულ ახლახან კი კომპანიამ ამერიკელ მყიდველს საინფორმაციო მომსახურება შესთავაზა, რომელიც "ამაზონზე" ავტომობილის ყიდვის შესაძლებლობას ეხებოდა.

ანალიტიკოსების განცხადებით, „ამაზონი“ ტრადიციული რიტეილერების მხრიდან გაყიდვების შემცირებით გამოწვეული სიცარიელის ამოვსებას აპირებს. ამასთან, მას მოუწევს კონკურენციის გაწევა ონლაინ ავტომობილების გამყიდველ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა "ჰიუნდაი", "პეჟო და "სმარტი". 

თავად კომპანიაში ამ ეტაპზე აღნიშნულ ინიციატივაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. შესაბამისად უცნობია, რა ტიპის ავტომობილებს შესთავაზებს კომპანია მომხმარებელს - მეორადს თუ ახალს.

კოკა კვირკველია