ქართულ ბაზარზე მალე მაყვლის ღვინო გამოჩნდება - 24 წლის სტუდენტის წამოწყება
ქართულ ბაზარზე მალე მაყვლის ღვინო გამოჩნდება - 24 წლის სტუდენტის წამოწყება
19 ივნისი / 2017
სულ მალე ქართულ ბაზარზე, ტრადიციული ღვინის გვერდით, მაყვლის ღვინოც გამოჩნდება. ქართული თანამედროვე მეღვინეობის ისტორიაში ამ სიახლის დანერგვას 24 წლის მეწარმე და სტუდენტი გიორგი ლაცაბიძე გვპირდება. გიორგიმ, რომელიც თელავის აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და აგრონომიის ფაკულტეტზე სწავლობს, საკუთარი ბიზნესი ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში დაიწყო.

თავდაპირველად ის მარწყვის სანერგე ჯიშებს ჰყიდდა, რასაც "სამმაგი გვირგვინის" ჯიშის უეკლო მაყვალის მოყვანაც დაემატა. გიორგის მიერ მოყვანილი მაყვალი საშუალოდ 15-20 გრამს იწონის და ტყის ველური მაყვლისგან განსხვავებით, საოცრად არომატული და ტკბილია. წელს ახალგაზრდა მეწარმე 10 ტონა მაყვალს და 15 ტონა "სან ანდრეასის" მარწყვის მოსავალს ელოდება, თუმცა ის თავის მომხმარებელს მის მიერ გამრავლებული მაყვლისა და მარწყვის სანერგე ჯიშებსაც სთავაზობს.

ახალგაზრდა მეწარმე აპირებს გაზარდოს თავისი მეურნეობა და საკუთარი ნაწარმის ადგილობრივი ბაზრის გარდა, საერთაშორისო ბაზარზე გატანას გეგმავს. თუმცა მანამდე, გიორგი თავის მომხმარაბელს მაყვლის ღვინის გამოშვებას ჰპირდება.

"ძალიან დიდი მოთხოვნაა მაყვალზე, განსკუთრებით ბათუმში, რადგან ზუსტად ემთხვევა ტურისტულ სეზონს, ტურისტებს კი ის ძალიან მოსწონთ. ასევე რესტორნები დიდი ოდენობით იბარებენ და მისგან ამზადებენ წვენებს, მურაბებს,
საწებელს. წელს ასევე ვაპირებ დავამზადო მაღალი ხარისხის მაყვლის ღვინო. სხვათა შორის, ის ძალიან სასარგებლოა და სამკურნალო თვისებები აქვს. ის არაფრით არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივ ყურძნის ღვინოს. რიგ შემთხვევაში, ის ყურძნის ბევრ ღვინოსაც კი ჯობია. მაყვალს აქვს ძალიან მდიდარი შემცველობა და არომატი. ის გამოირჩევა თავისი არომატულობითა და დახვეწილი გემოთი. ინგლისში, მაგალითად, სულ უფრო პოპულარული ხდება მაყვლის ღვინო და მოთხოვნაც საკმაოდ დიდია", - აცხადებს გიორგი ლაცაბიძე Georgian Journal-თან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, მის მიერ მოყვანილი "სამმაგი გვირგვინის" ჯიშის მაყვალი შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა (15%), რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მისგან დავამზადოთ კენკროვანი ღვინო, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრ ქვეყანაში. იხილეთ გაგრძელება

ლიკა ჭიღლაძე

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
"საფინანსო ბაზარზე "შავი გედი" მალე მოფრინდება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, „ეფიქს გრუპის“ მთავარი ანალიტიკოსი ნიკა შენგელია წერს.
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
ბამბის ნაყინი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია უკვე რამდენიმე თვეა, გასართობი ღონისძიებების უცვლელ ატრიბუტად იქცა.
დღეს ბიზნესზე ხორციელდება ზეწოლა რათა მათ დააფინანსონ სახელისუფლებო პარტია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარტიების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული დაფინანსების შეფასებისას განუცხადა.
მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი განბაჟების ახალი ტარიფის დაწესებამაც ვერ შეაჩერა.
”პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მოგვცემს ეფექტური მექანიზმის დანერგვის საშუალებას, რომ ბაზრიდან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პროდუქცია ამოვიღოთ".
ბოლო პერიოდში თბილისში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული ფესტივალები მომრავლდა.
"ბიუროკრატიასთან დაკავშირებით არის რაღაც საკითხები, არა მარტო ეკონომიკის, არამედ სხვა სამინისტროებში, რომელიც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას".
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფიქრობს, რომ „ღვინის ფესტივალი“ მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს.
3 წელია საქართველოში საქმიანობს პირველი „კერძო არქივი“ - საქმის წარმოებისა და არქივის მართვის კომპანია.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკო ფუდი" შესაძლოა გაიყიდოს.
სრულად
19.10.2017
ბამბის ნაყინი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია უკვე რამდენიმე თვეა, გასართობი ღონისძიებების უცვლელ ატრიბუტად იქცა.
სრულად
19.10.2017
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.
სრულად
17.10.2017
"სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა. მიწასთან ურთიერთობა მსიამოვნებს. თუშეთში ჩასვლა და მუშაობა კარგი განტვირთვაა,” – ამბობს 23 წლის ფერმერი გიორგი აბულიძე, რომელიც წარმატებული კოოპერატივის ”ალაზნისთავის” ერთ-ერთი წევრია.
სრულად
17.10.2017
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "თიბისი ბანკის" მიერ "პროგრესბანკის" შეძენის თემას უბრუნდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14672-ე