Sushi Holic - სტარტაპი, რომელიც მომხმარებლებს იაპონური სამზარეულოს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს

ორი თვის წინ, ორი ახალგაზრდა გოგონას ინიციატივით ახალი სტარტაპი „სუში ჰოლიკი“ ჩამოყალიბდა.

კომპანია აზიური კერძების ადგილზე მიტანის სერვისზეა ორიენტირებული და მომხმარებლებს იაპონური სამზარეულოს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. „სუში ჰოლიკის“ ფილიალი მაღალაშვილის 8 ნომერში მდებარეობს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მარიამ ნინუას ინფორმაციით, ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა დღის თორმეტი საათიდან ღამის 2 საათამდეა შესაძლებელი.

მარიამ ნინუა: „ჩვენი bpn სამომხმარებლო სეგმენტი სუშის მოყვარული, შეიძლება ითქვას, მასზე „დამოკიდებული“ ადამიანები არიან. იაპონური სამზარეულოს მოყვარული მომხმარებელი მარტივად მიხვდება ჩვენი სახელისა და კონცეფციის არსს. ჩვენ სწორედ სუში ჰოლიკებისთვის,  ანუ სუშიზე დამოკიდებულებისთვის ვქმნით მაღალი ხარისხის და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციას“.

როგორ იღებთ შეკვეთებს და როგორია „სუში ჰოლიკის“ მენიუ?

შეკვეთის მიღება შესაძლებელია სოციალური ქსელით, სატელეფონო გამოძახებით, ასევე Menu.ge-სა და Food panda-ს მეშვეობით. მომხმარებლებს ამ ეტაპზე 10 სახის როლსა და 14 სახის მაკს ვთავაზობთ. სუშის გარდა მენიუში სხვა აზიური კრძებიც გვაქვს, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი, რა თქმა უნდა, სუშია.გამომდინარე იქიდან რომ, საკმაოდ მოთხოვნადია სუში ლანჩის პერიოდშიც,bpn გადავწყვიტეთ, პარალელურად განვახორციელოთ კორპორატიული შეთავაზებები და კომპანიებს შევთავაზეთ ლანჩ მენიუები, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ხელმისაწდომს ხდის ჩვენს პროდუქტს და მომსახურებას.

როგორ ახერხებთ კონკურენტულ პირობებში თავის დამკვიდრებას, რა არის სუში ჰოლიკის

უპირატესობა?

ჩვენთვის უპირველესი ხარისხია, პროდუქცია კვალიფიციური მზარეულებისა და გამოცდილი პერსონალის მიერ მზადდება. ამიტომ ვფიქრობთ რომ სხვა მსგავსი ტიპის კვების ობიექტებთან შედარებით დიდი უპირატესობა გვაქვს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქციისგან მზადდება ყველა კერძი.

მართალია, დღესდღეობით კონკურენცია საკმაოდ მაღალია ამ სფეროში. ჩვენი კონკურენტები არიან დიდი ხნის ჩამოყალიბებული სუშის ბარები და ასევე სხვა სტარტაპები, მაგრამ ვფიქრობ, მათთვის კონკურენტუნარიან პროდუქტს ვქმნით, რადგან იმავე ფასად მომხმარებელს საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობთ.„სუში ჰოლიკმა“ საკმაოდ მოკლე დროში მოახერხა ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს...

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმა ცოტა ხნის წინ განვახორციელეთ და „თიბისი ბანკის“ პროგრამაbpn

„სტარტაპერში“ ჩავერთეთ. ამ ეტაპზე ვისარგებლეთ „სტარტაპერის“ არაფინანსური სერვისით. პროგრამის ფარგლებში ჩვენი სტარტაპის შესახებ მომზადდა სტატია, რაც ვფიქრობთ, ჩვენი კომპანიის პოპულარიზაციაში კიდევ უფრო დაგვეხმარება.

სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცადეტალებზე საუბრისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

გახსნის დღიდან დღემდე, ყველაფერს ვაკეთებთ სერვისის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად. მიმაჩნია, რომ საქმიანობის ყველა ეტაპზე იმ ხარისხის შენარჩუნებაა მთავარი, რომლითაც იწყებ და აუცილებლად გექნება გამორჩეული ადგილი კონკურენტებს შორის. ჩვენც ამ პრინციპით ვხელმძღვანებლობთ.

ქრისტინე გამთენაძე

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი