ტრაქტორების არშეძენის გამო ბელორუსში ღვინის ექსპორტის შეფერხების ვერსიას ქართული მხარე არ ადასტურებს
ტრაქტორების არშეძენის გამო ბელორუსში ღვინის ექსპორტის შეფერხების ვერსიას ქართული მხარე არ ადასტურებს
29 მარტი / 2014
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია უსაფუძვლოს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ბელორუსში ქართული ღვინის ექსპორტის შეფერხება საქართველოს მთავრობის მიერ ბელორუსული ტრაქტორების შეძენაზე უარს უკავშირდება.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი კი აცხადებს, რომ ბელორუსში ქართველი ღვინის ექსპორტი არ შეჩერებულა და საქმე გვაქვს "ბიუროკრატიული მექანიზმით გამოწვეულ შეფერხებასთან".

"არავის არ აუკრძალავს ქართული ღვინის შეტანა. არავის არ გამოუცხადებია ემბარგო. ქართული ღვინო იყიდებოდა და ისევ გაიყიდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკვე გადაიტვირთა 15 ათასი ბოთლი კონიაკი, 25 ათასი ბოთლი ღვინო და 180 ათასი ლიტრი ღვინომასალები. იქ არის გარკვეული წესები, რომელიც წლის დასაწყისში უკავშირდება კვოტებს, მის განაწილებას. ეს კვოტები, რომელიც გაცემული იყო, ამოიწურა და ახლა, ახალი კვოტების გადანაწილება ხდება", -განაცხადა აგულაშვილმა.

მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ღვინის ექსპორტის შეჩერება ბელორუსულ ტრაქტორების შეძენაზე უარმა გამოიწვია, სინამდვილეს არ შეესაბამება და ის ბიზნესმენი, რომელიც ამას ამბობს, უბრალოდ ცდება.

"მე ვარ ბელორუსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და დაახლოებით ორი კვირის წინ იყო დელეგაცია ჩამოსული. ჩვენ გვქონდა მათთან საკმაოდ პოზიტიური შეხვედრები. ტრაქტორებთან დაკავშირებით, მათ რა თქმა უნდა, ინტერესი აქვთ, რომ ქართულ ბაზარზე მათი ტრაქტორები გასაღდეს და არა მხოლოდ ტრაქტორები, არამედ სხვა ტექნიკაზეც არის ლაპარაკი. ჩვენ ავუხსენით მათ და შევთავაზეთ ის შესაძლებლობები, რომელიც თავისუფალ, კონკურენტუნარიან ბაზარზე საკუთარი პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობას აძლევთ. დელეგაციაში იყვნენ უშუალოდ ქარხნების წარმომადგენლები და ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ ერთგვარი უპირატესობაც აქვთ მათ, იმიტომ რომ, ქართველი მომხმარებლისთვის ტრაქტორი "ბელარუსი" ცნობილია. ეს ბუნებრივი უპირატესობა არ უნდა დაკარგონ და უნდა გააქტიურდნენ. ჩვენ ვერ ვიაქტიურებთ მათ ნაცვლად", - განაცხადა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, დელეგაციის წევრებს მათ პირობა მისცეს, რომ ხელს შეუწყობენ, ოღონდ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

"ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს უკეთესი პროდუქცია. მომხმარებელს
You must have Flash Player installed in order to see this player.
უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა და მერე ბელორუსულს იყიდის, ამერიკულს თუ ევროპულს, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის ტექნიკას შემოტანენ და ფასის ბალანსი როგორ იქნება,” - დასძინა აგულაშვილმა.

bpn.ge-ს ერთ-ერთმა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა დღეს ანონიმურად განუცხადა, რომ ქართული ღვინის ექსპორტის შეჩერების მიზეზი ბელორუსში, მეზობელ ქვეყანაში წარმოებული ტრაქტორები გახდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აღარ ყიდულობს.

"ბელორუსის ხელისუფლება უკმაყოფილოა. შესაბამისად, ქვეყანაში ჩვენი ღვინის შეტანა შეაჩერა", - განაცხადა ქართველმა მეწარმემ.

ბელორუსში ქართული ღვინის”მისტიკურად” გაუჩინარების შესახებ გუშინ ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა ”კომსომოლსკაია პრავდაც” იუწყებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა კი განმარტა, რომ ბელორუსში ქართული ღვინის შეტანა არ შეჩერებულა, თუმცა გარკვეული შეფერხებები არსებობს.

"ამ შეფერხებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო ბელორუსთან. ერთი კვირის წინ იყო ბელორუსის დელეგაცია საქართველოში, სადაც ეს საკითხი დაისვა. ერთი კვირის ვადაში მოხდება ქართული დელეგაციის ვიზიტი და იმედი მაქვს, რომ სამთავრობო დონეზე გადაწყდება ეს საკითხი და შეფერხებები მალე მოიხსნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ბელარუსის მეცნიერების ეროვნულმა აკადემიამ ელექტრომობილის ექსპერიმენტული მოდელი წარმოადგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ბელორუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.
ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია რეგიონში ბელორუსი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა
ბელორუსის დედაქალაქ მინსკში საქართველოსა და ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის რეგიონის მრავალფეროვანი სამზარეულოს შესახებ ბელორუსი ჟურნალისტები ტელე-რადიო სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ.
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მზად არის, ბელორუსის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი გაზარდოს.
თუ ხალხის ცნობიერება არ შეიცვალა, არც ტყე იქნება და არც თევზი,
სტიქიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ახალი გზის პროექტის განხორციელების დროს არ მომხდარა გარემოზე ზემოქმედების შეფასება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა "მზიურში" განუცხადა.
შვეიც­არიულ კომპანია "ანკა ფუდს" სამეგრელოში, ადგილობრივ კომპანიასთან გაჭიანურებული სასამართლო დავის გამო, სერიოზული პრობლემები შეექმნა...
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.09.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „სვეტი“ შეემატა, რომელიც ქვის გადამუშავებას გეგმავს.
სრულად
21.09.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო.
სრულად
21.09.2017
თბილისში განახლებული, გაფართოებული „სითი მოლი“ 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება.
სრულად
20.09.2017
ბიზნესგანათლება წარმატებული ბიზსნესსაქმიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
სრულად
20.09.2017
ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური ხის მასალისგან დამზადებული პროდუქცია, ექსკლუზიური დიზაინი - ეს ავეჯისა და სანათების მწარმოებელი კომპანია JK STUDIO-ა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სამი ახალგაზრდის იდეით ჩამოყალიბდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708