"მაკდონალდსის" ზოგიერთ ფილიალში შეკვეთის ელექტრონული აპარატები დამონტაჟდა

საქართველოში, კომპანია "მაკდონალდსის" 6 ფილიალში ელექტრონული აპარატები გამოჩნდა, რომელთა საშუალებით მომხმარებელს შეკვეთა დამოუკიდებლად, რესტორნის თანამშრომლებისგან დისტანცირებით შეუძლია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აპარატების დამონტაჟებას თანამშრომლების შემცირება არ მოჰყოლია. 

რაც შეეხება ინვესტიციას, მისი ღირებულება საკმაოდ სოლიდურია - კომპანიას თითოეული აპარატის შეძენა 11 000 ევრო დაუჯდა.