ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 11%-ით გაიზარდა

2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 11%-ით -  101.6 ლარით გაიზარდა.

PMCG (Policy and Management Consulting Group)-ის ცნობით, ანაზღაურება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში გაზრდილია. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მაღალი 30%-იანი ზრდა ფიქსირდება თევზჭერაში, 21%-ით გაიზარდა ანაზღაურება უძრავი ქონებით ოპერაციებში, 19%-ით სოფლის მეურნეობაში და 16%-ით განათლებაში. 

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2%-ით შემცირდა რაჭა-ლეჩხუმში, 8.45%-ით კი ქვემო სვანეთში. ამ რეგიონების გარდა, ყველა  სხვა რეგიონში ზრდა დაფიქსირდა. საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 31%-ით არის გაზრდილი შიდა ქართლში, 16%-ით - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 15%-ით კახეთში და 13%-ით თბილისში.