სამხრეთ კორეელი ბარისტა ყავის ქაფზე ცნობილ ტილოებს ქმნის

სამხრეთ კორეელმა ბარისტამ ყავა ხელოვნების დონეზე აიყვანა.

"როიტერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ბარისტა ყავის ქაფზე ცნობილი ტილოების მინიატურულ იმიტაციებს ასრულებს.

26 წლის ლი ფუნჯითა და კოვზით, სქელი ნაღებისა და საკვების საღებავის გამოყენებით  ვან გოგის „ვარსკვლავებიან ღამეს“ და ედვარდ მუნკის „ყვირილს“ ქმნის.

აღნიშნული პროცესი მას 15 წუთს ართმევს, ხოლო ყავის ღირებულება 8.71 დოლარს შეადგენს.

„ერთხელ „ვარსკვლავიანი ღამე“ დავხატე ყავის ქაფზე და ძალიან ლამაზი გამოვიდა.  ამის შემდეგ უამრავმა ადამიანმა შეუკვეთა ამგვარად გაფორმებული ყავა“, - აღნიშნა ლიმ.

მისი თქმით, კლიენტები ხშირად სთხოვენ თავიანთი საყვარელი ტილოების ყავაზე დახატვას.