„პრაიმარკმა“ თბილისში მეორე ფილიალი გახსნა

თბილისში ტანსაცმლის ბრიტანულმა ბრენდმა „პრაიმარკმა“ მეორე ფილიალი ”ისთ ფოინში” გახსნა.

მაღაზია პირველი ფილიალის მსგავსად,  10 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. სამომავლოდ  საქართველოში „პრაიმარკის“ უფროსების ხაზის გახსნაც იგეგმება.

მსოფლიო ბერნდის ”პრაიმარკის” პირველი მაღაზია საქართველოში მიმდინარე წლის მარტში ”გლდანი სითი მოლში” გაიხსნა.