„ფორბსი“ - გიორგი რამიშვილი ყალბი Trump Tower-ის აშენებას გეგმავს

ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ დენ ალექსანდერის სტატიას, სახელწოდებით „ ექსკლუზიური გამოძიება: ყალბი ტრამპ თაუერის აშენების რისკიანი გეგმა“ აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, გასული წლის დეკემბრამდე რამიშვილი ბათუმში 47-სართულიანი Trump Tower-ის აშენებას გეგმავდა. გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს და რამიშვილს 15 აკრი მიწა (დაახლოებით 60702.8 კვ. მეტრი) აუთვისებელი დარჩა.

„რა უნდა ქნას უცხოელმა მაგნატმა, როდესაც მისი პარტნიორი აშშ-ის პრეზიდენტი ხდება და მათი პროექტი მივიწყებულია? რამიშვილი ყალბი Trump Tower-ის აშენებას გეგმავს. ყალბი ტრამპ თაუერი იმავე 15 აკრის მიწაზე განლაგდება და ტრამპის მიერ დამტკიცებული დიზაინი იქნება გამოყენებული. საქართველოს მთავრობამ შესაძლოა შენობის მახლობლად მდებარე გზას დონალდ ტრამპის სახელი დაარქვას. პარტნიორებმა უკვე განიხილეს შენობის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. გიორგი რამიშვილი, მისი ნიუ იორკში მცხოვრები ბიზნეს პარტნიორი გიორგი რუხაძე და ტეხასელი დეველოპერი ტიმ ბარტონი, რომელიც ტრამპის პროექტებზე წლების განმავლობაში მუშაობდა, ფიქრობენ შენობის ისეთ სახელზე, რომელიც ტრამპს უნდა გულისხმობდეს ტრამპის სახელის პირდაპირი გამოყენების გარეშე.

“T გაქვთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ“, - ამბობს გიორგი რუხაძე, რომელმაც კარიერა მუსიკოსობით დაიწყო და ახალგაზრდობაში ცნობილი იყო მეტსახელით King Georgia. რამიშვილი კი პასუხობს - “T Tower”.

იანვარში ტრამპმა პირობა დადო, რომ სანამ პრეზიდენტის პოსტზეა, უცხოეთში გარიგებებს არ დადებს, მაგრამ მის ამჟამინდელ და ყოფილ პარტნიორებს წინ წასვლა და საგარეო პოლიტიკის სფეროში ისეთი გადაწყვეტილებების მიღება სურთ აიძულონ, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის ფინანსურ მომავალზე.

„მე არ მაინტერესებს მოვა თუ არა რობერტ მალერი (FBI-ის დირექტორი), - განაცხადა გიორგი რცხილაძემ, რომელიც ასევე მუშაობს ყაზახეთში Trump Tower-ის პროექტი განახლებაზე.

„ისინი აქ ვერაფერს იპოვიან. აქ არაფერია. მე შემიძლია შენობას დავარქვა T Tower. რატომაც არა? იურიდიული კუთხით პრობლემები არ არის“, - განაცხადა მან. გიორგი რცხილაძეს განცხადებით, ის ტრამპის ორგანიზაციის მთავარ მრჩეველს ალან გარტენს თითქმის ყოველ კვირას ესაუბრება, თუმცა ალან გარტენმა სავარაუდოდ არ იცის ქართველი პარტნიორების ამბიციების მასშტაბზე. დონალდ ტრამპის გარიგება საქართველოში 2009 წელს დაიწყო არა როგორც პოლიტიკური დრამა, არამედ როგორც უბრალო ბიზნეს მოგზაურობა ნაცნობებთან ერთად. გიორგი რცხილაძე დონალდ ტრამპის პირველ მეუღლეს ივანა ტრამპს იცნობდა და ტრამპი საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად მიიწვია. შემდეგ კი გიორგი რცხილაძეს თავში აზრი მოუვიდა: „რატომ არ მოვსინჯოთ გარიგება ტრამპის ორგანიზაციასთან?“. როდესაც ტრამპი გაეცნო გეგმას, დიდად ვერ მოიხიბლა და როგორც რცხილაძე ამბობს, ტრამპმა თქვა: „ერთადერთი ჯორჯია, სადაც გავემგზავრები ატლანტაა“.

საქართველოში Trump Tower-ის პროექტის განსახორციელებლად გიორგი რცხილაძეს უფრო მდიდარი და გავლენიანი რამიშვილი სჭირდებოდა, რომელმაც ფული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე გააკეთა.

რამიშვილის განცხადებით, დღეს მისი ბიზნესი 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს საქართველოში დივერსიფიცირებულ აქტივებში, რომელიც სუფთაა, რაც ტრამპის ორგანიზაციისთვის აშკარად კარგი იყო. როგორც გიორგი რცხილაძე ამბობს, რამიშვილმა ტრამპსა და სააკაშვილს შორის შეხვედრა მოაწყო. ერთი წლის შემდეგ 2011 წელს ქართველებმა ბიზნესი დაიწყეს ტრამპთან. 2013 წელს სააკაშვილმა დატოვა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი, საქართველოს ეკონომიკა კი შემცირდა. „სილქ როუდ ჯგუფმა“ შეაჩერა პროექტი. ტრამპის გაპრეზიდენტობის შემდეგ, მისი ორგანიზაციის წარმომადგენლები გიორგი რცხილაძეს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ტრამპს გარიგების გაუქმება სურდა. ქართველებს კი ახლა გეგმა აქვთ ამ წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, ნამდვილი Trump Tower-ის შენობიდან ოფიციალურად განაცხადონ ყალბი Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ“, - წერს „ფორბსი“.