35 წლის ასაკში დაწყებული ბიზნესის ისტორია
35 წლის ასაკში დაწყებული ბიზნესის ისტორია
7 აგვისტო / 2017
საკუთარი სახსრებით დაწყებული ბიზნესი - ასეთია სამკერვალო „თენოს“ ისტორია. ბიზნესის დაწყების ისტორიაზე, სირთულეებზე, სამომავლო გეგმებზე „ბიზნესპრესნიუსს“ სამკერვალოს მფლობელი ნონა ხუბულური ესაუბრა.
„კაზინოში ვმუშაობდი, თუმცა როდესაც იქიდან წამოვედი ასაკისა და გამოცდილების არ ქონის გამო სამსახურის შოვნა გამიჭირდა. იმ პერიოდში ტურიზმი ვითარდებოდა, თუმცა, საკუთარი მცირე კვლევის შედეგად აღმოვაჩინე, რომ სასტუმროებს სჭირდებოდათ თეთრეული, რომელიც ადგილზე არ იწარმოებოდა და ძირითადად სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ. ეს ბაზარი იყო სრულიად თავისუფალი, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მომავალი საქმიანობა ტექსტილის წარმოებისთვის დამეკავშირებინა. თავდაპირველად, 2010-2011 წლებში სახლში ვმუშაობდი, ახლა კი უკვე 4-5 წელი იქნება რაც საკუთარი მცირე სამკერვალო გავხსენი“, - აღნიშნა ხუბულურმა.

რამდენად მარტივი იყო ნდობის მოპოვება, რომ შეკვეთები მიგეღოთ?

ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებით რთული, ან მარტივი იყო. სანამ ხვადასხვა დაწესებულებებთან მოლაპარაკებას დავიწყებდი თავად ვისწავლე - თუ რომელ დაწესებულებას რა და როგორი პროდუქტი სჭირდებოდა. შედეგად არ გამჭირვებია ურთიერთობა და თვითონაც მარტივად წამოვიდნენ თანამშრომლობაზე. სწორედ იმ პერიოდში ვისწავლე კერვაც და თავიდან დამოუკიდებლად ვმუშაობდი.

რა მომსახურებას სთავაზობს „თენო“ მომხმარებელს და ძირითადად რომელ დაწესებულებებთან თანამშრომლობს?
საქართველოს მასშტაბით ვემსახურებით, როგორც სასტუმროებს, ასევე რესტორნებს, საავადმყოფოებს. ჩვენს შეკერილ პროდუქციას ფაქტობრივად ყველა რეგიონში ვაწვდით სასტუმროებს. ვთანამშრომლობთ როგორც მცირე, ასევე დიდ სასტუმროებთან. რაც შეეხება მომსახურებას, ვკერავთ და ვაწვდით უნიფრომებს, სუფრებს, თეთრეულს, ფარდებს, ყველაფერს რაც ტექსტილს ეხება.

რამდენად კონკურენტულია დღეს ეს სფერო?
დღეის მდგომარეობით ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. აღსანიშნავია, რომ არამარტო ქართველებმა, არამედ უცხოელებმაც კი დაიწყეს ამ სფეროში საქმიანობა.

ამის ფონზე რა არის „თენოს“ უპირატესობა?

სფეროში მოღვაწე თითოეულ კომპანიას აქვს ცალკე განხრა, ზოგი მხოლოდ ბალიშებს კერავს, ზოგი თეთრეულს და ა.შ. ჩვენ კი გვაქვს ყველაფერი - თავად ვკერავთ, შემოგვაქვს მზა პროდუქციაც. ხარისხი არის ბევრად უკეთესი ვიდრე მაგალითად,
You must have Flash Player installed in order to see this player.
თურქეთიდან ჩამოტანილი პროდუქციის. ამასთან, ადგილზე მივდივართ და ვნახულობთ თუ რა სჭირდება თითოეულ დაწესებულებას. შესაბამისად ჩვენი შეკერილი პროდუქციის ხარისხი და ფასი კონკრეტულ დაწესებულებაზეა მორგებული.

შპს „თენოს“ სამომავლო გეგმები
გვინდა საინტერესო გავხდეთ 5 ვარსკვლავიანი, დიდი, ქსელური სასტუმროებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან მარაგდებიან. ამასთან, საკუთარი კვლევის საფუძველზე, შერჩეული გვაქვს რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ტექსტილის სფეროში საკუთარი წარმოება არ აქვთ და ჩინეთიდან და თურქეთიდან მარაგდებიან. შესაბამისად, საკმაოდ რეალური და შესაძლებელია ჩვენ მიერ ამ ქვეყნების მომარაგება.

„თენო“ მონაწილეობას იღებს „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“… რას ელით ამ პროექტისგან?

ზოგადად, ამ პროექტში ბევრი ახალი და საინტერესო ბიზნესი მონაწილეობს, ამიტომ გადავწყვიტე წელს ჩვენც ჩავერთოთ. წარდგენილი ვართ ორ ნომინაციაში - წლის ქართული პროდუქტი და წლის ტურისტული ბიზნესი. მიუხედავად იმისა გაიმარჯვებ თუ არა, მსგავსი პროექტებით იზრდება ცნობადობა, ამიტომ ვფიქრობ რომ ბიზნესი ასეთ კონკურსებსა და პროექტებში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს.

თაია არდოტელი
კომენტარები (1)
20.08.2017
ანა
ძალიან მაგარი გოგო ხარ! წარმატებები თენოს :)
მსგავსი სიახლეები
ყველა ორგანიზაცია სინამდვილეში პატარა ქალაქების ნაკრებია.
მოგზაურობა ბევრისთვის გართობასთან და დასვენებასთან ასოცირდება. 18 წლის ეკატერინე გიორგაძემ კი ის ბიზნესად აქცია და აბიტურიენტობისას საკუთარი ტურისტული კომპანია hot travel დააარსა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნის გადაწყვეტილება საკითხის სათანადოდ დამუშავებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობის გარეშე, ნაჩქარევად მიიღო.
დიდ დიღომში, გუდვილის მიმდებარედ, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძრის ჩაქრობას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.
არავინ იცის, როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი და რამდენი ხანი დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას... გაჭიანურებული სასამართლო პროცესები დამღუპველია ბიზნესისთვის.
ირინე გუჯაბიძე ლონდონში ჯანმრთელი და ბიოპროდუქციის მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის, “Appy Food & Drinks”-ის 5%-იანი წილის მფლობელია.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე გასულ წელს ტარიელ ხეჩიკაშვილის შემოსავალმა 75 000 ლარი შეადგინა. მინისტრის ქონება გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ ცნობით, ჯამში 11 მილიონ ლარად არის შეფასებული.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნესმენ თემურ ქარჩავას უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, მექსიკელმა კარლოს სლიმმა, ამერიკული გამოცემა New York Times-ის აქციები 10 მილიონ დოლარად გაყიდა.
თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ 5 თვის შედეგებს აჯამებს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპსესხით უკვე 50-მა სტარტაპერმა ისარგებლა და დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად 2 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი გაიცა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.08.2017
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ყავის გადამამუშავებელ საწარმო „კოფი გრუპს“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
სრულად
22.08.2017
„ცენტრ პოინტის“ შეძენას სამშენებლო კომპანია m2 არ აპირებს.
სრულად
22.08.2017
ეზოს, ბაღის, ვერანდისა და აგარაკის მოსაწყობად ქართულ ბაზარზე უკვე ადგილობრივი წარმოების ხისა და რკინის კომბინაციით დამზადებული ავეჯი გამოჩნდა.
სრულად
21.08.2017
”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია დასრულდა.
სრულად
21.08.2017
ყველა ორგანიზაცია სინამდვილეში პატარა ქალაქების ნაკრებია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.08.2017
24.08.2017
USD
1
USD
2.3913
2.3946
EUR
1
EUR
2.8107
2.8216
GBP
1
GBP
3.0666
3.0646
RUB
100
RUB
4.0489
4.0493