დემნა გვასალია ყველაზე ტრენდული ბრენდების სამეულშია
დემნა გვასალია ყველაზე ტრენდული ბრენდების სამეულშია
8 აგვისტო / 2017
მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ცნობილი ფრანგული ბრენდი Balenciaga ყველაზე ტრენდულ ბრენდებს შორის მესამე ადგილზე დასახელდა.
Business of Fashion-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ქუჩის სტილიდან დაწყებული, მაღალი მოდის სამოსით ცნობილი „ბალენსიაგა“ წინა რეიტინგთან შედარებით, ერთბაშად ექვსი პოზიციით დაწინაურდა.

„ამის მთავარი მიზეზი რამდენიმე გარემოება იყო, მათ შორის „ბალენსიაგას“ ჩართულობა ბერნი სანდერსის საპრეზიდენტო კამპანიაში, სერიალ Twin Peaks-ის ვარსკვლავის ქაილი მაკლაჰანის ბრენდ-ამბასადორად დანიშვნა და ავეჯის მწარმოებელ კომპანია „იკეასთან“ თანამშრომლობა“, - აღნიშნავენ რეიტინგის ავტორები.

რეიტინგის მეოთხე ადგილზეა დემნა გვასალიას საკუთარი ბრენდი Vetements-ი, რომლის ძირითადი ხაზი ქუჩის ჩაცმულობაა.

მეორე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე ტრენდული ბრენდების ათეულს მდიდრული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Gucci ლიდერობს. მეორე ადგილზეა ცნობილი რეპერის კანიე ვესტის ბრენდი Yeezy. ათეულში ასევე მოხვდნენ „ჟივანში“, „ვალენტინო“, Y-3, „პრადა“, „ნაიკი“ და „ფენდი“.

კოკა კვირკველია
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხული ქალების 87% აცხადებს, რომ სიამოვნებით ეცნობა ე.წ. დასპონსორებულ კონტენტს.
პარიზის მოდის კვირეულზე დემნა გვასალიამ მთელი მსოფლიო გააოგნა - "ბალენსიაგას" მოდელები პოდიუმზე ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული "კროქსებით" გამოჩნდნენ, რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია.
ადამიანები, რომელთათვისაც კარიერული წინსვლა და განვითარება მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ სასურველ სფეროში წარმატებას მიაღწიონ.
ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტების ორგანომ პოპულარული ბრენდის Pretty Little Thing-ის ახალი კოლექციის რეკლამა დაბლოკა.
იაპონური ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებულ საავტომობილო ბრენდად დასახელდა.
საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქართული ელემენტებით - ასე ახასიათებს თელავში მშენებარე პირველ საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Holiday Inn Telavi-ს მისი გენერალური დირექტორი ლევან ერისთავი.
Snooze - ასე ჰქვია "ფეისბუქის" ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ნახონ მისთვის არასასურველი და მომაბეზრებელი პოსტები. 
ჰარლანდ სანდერსი, მოგვიანებით პოლკოვნიკ სანდერსად წოდებული, 1890 წლის 9 სექტემბერს აშშ-ში, ინდიანას შტატში დაიბადა.
სარეკლამო სააგენტო ODW Reigie-ის ინიციატივით, საფრანგეთის თეატრები სპექტაკლის დაწყების წინ რეკლამებს გაუშვებენ.
15 სექტემბრის შემდეგ მაღაზია Accessorize იხურება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017

კვადროციკლები,წყლის სკუტერები, კატერები, ნავები - ეს იმ რეკრეაციული ტექნიკის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია „ტრანსპორტერი“ მომხმარებელს სთავაზობს.

სრულად
20.10.2017
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკო ფუდი" შესაძლოა გაიყიდოს.
სრულად
19.10.2017
ბამბის ნაყინი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია უკვე რამდენიმე თვეა, გასართობი ღონისძიებების უცვლელ ატრიბუტად იქცა.
სრულად
19.10.2017
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.
სრულად
17.10.2017
"სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა. მიწასთან ურთიერთობა მსიამოვნებს. თუშეთში ჩასვლა და მუშაობა კარგი განტვირთვაა,” – ამბობს 23 წლის ფერმერი გიორგი აბულიძე, რომელიც წარმატებული კოოპერატივის ”ალაზნისთავის” ერთ-ერთი წევრია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
20.10.2017
21.10.2017
USD
1
USD
2.4863
2.4864
EUR
1
EUR
2.9405
2.9344
GBP
1
GBP
3.2725
3.2753
RUB
100
RUB
4.3181
4.3213
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

15203-ე