"ტესლა" 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ობლიგაციებს გამოუშვებს

ავტომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla Inc ახალი Model 3-ის გამოშვებისთვის საჭირო თანხების მოსაზიდად 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციებს გამოუშვებს.

"როიტერის" ცნობით, "ტესლაში" მიიჩნევენ, რომ ბონუსური ობლიგაციები უფრო ხარისხიანი ინვესტიციაა, რადგან ის დიდ შემოსავლიანობას ითვალისწინებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ Model 3-ს აქვს ყველა შანსი გაყიდვების ჰიტი გახდეს.

წელს Tesla-ს აქციების ფასი 67%-ით გაიზარდა, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 60 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა. ეს მეტია, ვიდრე ისეთი მსხვილი ამერიკული

ავტომწარმოებლების ღირებულება, როგორებიცაა General Motors და Ford.

29 ივლისს Tesla-მ ახალი ბიუჯეტური ელექტრომობილის Model 3-ის გაყიდვები დაიწყო. Model 3 35 ათასი დოლარი ღირს და "ტესლას" პირველ ორ მოდელზე - Model S-სა და Model X-ზე 2-4-ჯერ უფრო იაფია.