„ლაბორატორია 32“ – საქართველოში სტომატოლოგიურ მომსახურების მისაღებად ბევრი უცხოეთიდან ჩამოდის
„ლაბორატორია 32“ – საქართველოში სტომატოლოგიურ მომსახურების მისაღებად ბევრი უცხოეთიდან ჩამოდის
9 აგვისტო / 2017
საქართველოში სტომატოლოგიამ, როგორც მედიცინის დარგმა, ბოლო ათი წლის განმავლობაში განვითარების მნიშვნელოვანი გზა გაიარა და საკმაოდ მაღალ ნიშნულსაც მიაღწია. დღესდღეობით ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის მეტი წილი სწორედ სტომატოლიგიურ პროცედურებზე მოდის.

მხოლოდ სტომატოლოგიური კაბინეტი დღეს უკვე საკმარისი არ არის და სრულფასოვანი მომსახურების შესათავაზებლად კლინიკები ადგილზე ლაბორატორიებსაც ხსნიან. ასე მოხდა „ლაბორატორია 32-ის“ შემთხვევაშიც. პროფესიით ექიმმა რევაზ დევდარიანმა სტომატოლოგიის პარალელურად სხვა ტექნიკების შესწავლაც დაიწყო და კლინიკის ბაზაზე ლაბორატორია ჩამოაყალიბა. „ლაბორატორია 32“ ძირითადად კლინიკებთან თანამშრომლობს და მათგან შეკვეთებს ნებისმიერი სახის კბილის პროთეზების, იმპლანტების,ესთეტიური გვირგვინების, ვინირების დამზადებაზე იღებს.

bpn

როგორც „ლაბორატორია 32-ის“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი ხარისხის ტექნიკითა და პროფესიონალი კადრებით „ლაბორატორია 32“ მომხმარებლებს ევროპულ მიდგომებს სთავაზობს. 

რევაზ დევდარიანის თქმით, საქართველოში სტომატოლოგიური მოსახურების მისაღებად საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩამოდის, მათ შორის ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

მისივე ინფორმაციით, მათთვის საქართველოში მიღებული სტომატოლოგიური მომსახურება გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული. 

bpn

„ჩვენ, როგორც
უკვე აღვნიშნე,ძირითადად კლინიკებთან ვთანამშრომლობთ და მათი პაციენტების შეკვეთებს ვამზადებთ, თუმცა სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ინფორმაცია,რომ მომართვების დიდი წილი სწორედ უცხოელ პაციენტებზე მოდის. მაღალი ხარისხი ყველგან მოთხოვნადია, შესაბამისად ჩვენს ლაბორატორიაშიც შეკვეთების რაოდენობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. გვაქვს მაღალი ხარისხის ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც ISO სერთიფიკატის მფლობელია და ვიყენეთ ციფრულ ტექნოლოგიებს,“-აღნიშავს რევაზ დევდარიანი.

რევაზ დევდარიანის განმარტებით, ყველაზე მოთხოვნადი „ლაბორატორია 32-ში“კერამიკული გვირგვინებია. გვირგვინები ლაბორატორიაში სხვადასხვა მასალით მზადდება. გამოიყენება მეტალო კერამიკა, ცირკონო კერამიკა ასევე აკეთებენ დროებით გვირგვინებსაც. რაც შეეხება ფასებს, ერთი გვირგვინის ღირებულება 50 ლარიდან იწყება და 140 ლარამდე მერყეობს.

ლაბორატორიაში ერთი შეკვეთის შესრულება ერთი დღიდან ერთ კვირამდე პერიოდს მოიცავს. ხანგრძლივობა პროცედურის სირთულეზეა დამოკიდებული.

bpn

„ლაბორატორია 32-ში“ ამ დროისთვის 10-მდე თანამშრომელია დასაქმებული და მომართვიანობის ზრდასთან ერთად, დამფუძნებლები უკვე გაფართოებაზეც ფიქრობენ. ახლო მომავალში „ლაბორატორია 32-ის“ ბაზაზე სასწავლო კურსების ჩამოყალიბებაც იგეგმება. ცოტა ხნის წინ კომპანია „თიბისი ბანკის“ სტარტაპ პროგრამაში ჩაერთო. რევაზ დევდარიანს სტარტაპ სესხით ჯერ-ჯერობით არ უსარგებლია, თუმცა ვინაიდან „ლაბორატორია 32“ბაზარზე ახალია და საკმაოდ დიდი ინვესტიციების ჩადებას საჭიროებს, დევდარიანი თიბისი ბანკის ამ შემოთავაზებით სარგებლობასაც არ გამორიცხავს.

ქრისტინე გამთენაძე

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი

კომენტარები (1)
10.08.2017
ლუკა
სასიამოვნო არის რომ საქართველოში ამზადებთ კბილის პროთეზებს. სრულიად გასაგებია რომ უცხოეთიდან ჩამოდიან სტომატოლოგიური მომსახურებისთვის საქართველოში. აშშ-ში უბრალოდ არანორმალური ფასები არის სტომატოლოგიურ და საერთოდ სამედიცონო მომსახურებაზე. ერთი გვირგვინის ჩადგმა აშშ-ში $2000 და მეტი ჯდება, ხოლო თუ სტომატოლოგიური დაზღვევა აქვს ადმიანს შეიძლება %50 დაზღვევამ დაფაროს. სამედიცინო ტურიზმზე გათვლილმა ქართულმა კლინიკებმა და ლაბორატორიებმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ თუ უნდათ რომ წარმატებულები იყვნენ და ტურისტი პაციენტების ნაკადი გაზარდონ. ეს არის ტურისტის განკარგულებაში არსებული მწირე დრო. უცხოელი ან ქართველი ემიგრანტი, რომელიც საქართველოში სამკურნალოდ ჩამოდის, შეზღუდულია დროის მხრივ. ამიტომ მათთვის უნდა არსებობდეს სწრაფი მკურნალობის კურსები. გვირგვინის დამზადებას და ჩადგმას ვიცი დრო ჭირდება, მაგრამ თუ პროთზების დამზადების სწრაფ ტექნოლოგიებს აითვისებენ, მაშინ ეს წაადგება სტომატოლოგიურ კლინიკებს და სამკურნალოდ ჩამოსულ ტურისტებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
17.10.2017
"სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა. მიწასთან ურთიერთობა მსიამოვნებს. თუშეთში ჩასვლა და მუშაობა კარგი განტვირთვაა,” – ამბობს 23 წლის ფერმერი გიორგი აბულიძე, რომელიც წარმატებული კოოპერატივის ”ალაზნისთავის” ერთ-ერთი წევრია.
სრულად
17.10.2017
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "თიბისი ბანკის" მიერ "პროგრესბანკის" შეძენის თემას უბრუნდება.
სრულად
16.10.2017
ბოლო პერიოდში თბილისში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული ფესტივალები მომრავლდა.
სრულად
16.10.2017
„ლიბერთი ბანკს" აქციათა საკონტროლო პაკეტის წილის მფლობელები შეეცვალა.
სრულად
14.10.2017
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ამბროლაურში ახალი საწარმო გაიხსნა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
18.10.2017
19.10.2017
USD
1
USD
2.4839
2.4844
EUR
1
EUR
2.9223
2.9204
GBP
1
GBP
3.2842
3.2752
RUB
100
RUB
4.3318
4.3347
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

13366-ე