ოზურგეთში „ზარას“, „მანგოს“, „ბერშკას“, „მასიმო დუტის“ და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება
ოზურგეთში „ზარას“, „მანგოს“, „ბერშკას“, „მასიმო დუტის“ და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება
9 აგვისტო / 2017
ოზურგეთში „ზარას“, „მანგოს“, „ბერშკას“, „მასიმო დუტის“ და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება. როგორც გურიის გუბერნატორის პრესსამსახურიდან იუწყებიან, თურქული კომპანია Baykanlar პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს. ხოლო უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად, შპს „ოზურგეთი გარმენთის“ დამფუძნებელს ოსმან ბაიქანს და კომპანიის დირექტორს ჰაქან ჩობანოღლუს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე გუბერნატორმა აღნიშნა, აღნიშნული კომპანია საქართველოში სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობას აქტიურად სწავლობდა და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში მართავდა. გურიაში ჩამოსვლის შემდეგ, მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სამთავრობო პროგრამების და საგადასახადო შეღავათების შესახებ, რომლებსაც მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს. გაეცნენ კომუნალურ ტარიფებს და მხარის ზოგად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. იმყოფებოდნენ პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“, სადაც ფაბრიკაში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება განხორციელდება. სამუშაო ჯგუფმა დაათვალიერა ოზურგეთში არსებული ინფრასტრუქტურა და ის სავარაუდო ადგილები, სადაც ფაბრიკის გახსნა იქნებოდა შესაძლებელი. მოხდა შერჩეული უძრავი ქონების შესწავლა და
ნახაზების გაკეთება. სამხარეო ადმინისტრაციასა და თურქულ მხარის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად ფაბრიკის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია.

„ოზურგეთი გარმენთ“ - ქართული კომპანია უკვე დარეგისტრირებულია. მათ ეკონომიკის სამინისტროს, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე უკვე მიმართეს და უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერება.

როგორც შპს „ოზურგეთი გარმენთის“ დამფუძნებელმა ოსმან ბაიქანმა აღნიშნა, საწარმო 2018 წლიდან ამოქმედდება.

„საქართველოში პირველად ერთი თვის წინ ჩამოვედით. ოზურგეთში დავათვალიერეთ არსებული ტერიტორიები, შევარჩიეთ და ჩამოვყალიბდით ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, სადაც გავხსნით სამკერვალო ფაბრიკას, რომელშიც შეიკერება ჯინსები და მიეწოდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ დამკვეთებს, როგორიცაა „ზარა“, „მანგო“, „ბერშკა“, „მასიმო დუტი“ და სხვა ბრენდულ კომპანიებს. საწარმო 2018 წლიდან ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ოზურგეთში იფუნქციონირებს მხოლოდ სამკერვალო ხაზი, ხოლო უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება. გვინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ბატონ გუბერნატორს, რომელიც პირველივე დღიდან გვერდში გვედგა და ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობდა“, - განაცხადა ოსმან ბაიქანმა.
კომენტარები (3)
18.08.2017
FG
2 წლის წინ არ უნდა დაწყებულიყო. თავიდანვე ასე დაანონსდა რომ 2018 წელს გაიხსნებაო. ხელფასს რაც შეეხება, სამკერვალო ფაბრიკაში ათასებს დასაქმებულებს არ გადაუხდიან, მაგრამ უმუშევრობას არ სჯობს?! ძალით არავინ არ დაკავებს იქ ხალხს, ვისაც ეღირება მუშაობა ის იმუშავებს. მოკლედ რაც არ უნდა კარგი ამბავი იყოს თევენი მოსაწონი არ იქნება არაფერი...
09.08.2017
ოთო
ხელფასი რა ექნებათ - რატომ არა სწერთ?... კაპიკებში რომ ამუშავებენ ხალხს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მსგავსი სიახლეები
გამოკითხული ქალების 87% აცხადებს, რომ სიამოვნებით ეცნობა ე.წ. დასპონსორებულ კონტენტს.
როგორც ღვინის მარკეტოლოგები ამბობენ, ინფორმაცია, რომელიც ღვინოს, მის თვისებებს, წარმოების ადგილსა და, ზოგადად, ნაწარმის დადებით მხარეებს მოიცავს, ზედმიწევნით დეტალურ შესწავლას საჭიროებს.
ადამიანები, რომელთათვისაც კარიერული წინსვლა და განვითარება მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ სასურველ სფეროში წარმატებას მიაღწიონ.
ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტების ორგანომ პოპულარული ბრენდის Pretty Little Thing-ის ახალი კოლექციის რეკლამა დაბლოკა.
იაპონური ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებულ საავტომობილო ბრენდად დასახელდა.
საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქართული ელემენტებით - ასე ახასიათებს თელავში მშენებარე პირველ საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Holiday Inn Telavi-ს მისი გენერალური დირექტორი ლევან ერისთავი.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია ”ჯორჯიან ჰერბს” თავის ნაწარმს ექსპორტზე მაროკოსა და საფრანგეთში გაიტანს. კომპანია ძირტკბილას აწარმოებს.
Snooze - ასე ჰქვია "ფეისბუქის" ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ნახონ მისთვის არასასურველი და მომაბეზრებელი პოსტები. 
ჰარლანდ სანდერსი, მოგვიანებით პოლკოვნიკ სანდერსად წოდებული, 1890 წლის 9 სექტემბერს აშშ-ში, ინდიანას შტატში დაიბადა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა, ავიაციის გამოყენებით, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში მიმდინარეობს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017

კვადროციკლები,წყლის სკუტერები, კატერები, ნავები - ეს იმ რეკრეაციული ტექნიკის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია „ტრანსპორტერი“ მომხმარებელს სთავაზობს.

სრულად
20.10.2017
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკო ფუდი" შესაძლოა გაიყიდოს.
სრულად
19.10.2017
ბამბის ნაყინი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია უკვე რამდენიმე თვეა, გასართობი ღონისძიებების უცვლელ ატრიბუტად იქცა.
სრულად
19.10.2017
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.
სრულად
17.10.2017
"სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა. მიწასთან ურთიერთობა მსიამოვნებს. თუშეთში ჩასვლა და მუშაობა კარგი განტვირთვაა,” – ამბობს 23 წლის ფერმერი გიორგი აბულიძე, რომელიც წარმატებული კოოპერატივის ”ალაზნისთავის” ერთ-ერთი წევრია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
20.10.2017
21.10.2017
USD
1
USD
2.4863
2.4864
EUR
1
EUR
2.9405
2.9344
GBP
1
GBP
3.2725
3.2753
RUB
100
RUB
4.3181
4.3213
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

15203-ე