ქართველი მეღვინეები VINITALY 2014-ში მონაწილეობენ
ქართველი მეღვინეები VINITALY 2014-ში მონაწილეობენ
9 აპრილი / 2014
იტალიის ქალაქ ვერონაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების 48-ე საერთაშორისო გამოფენაზე VINITALY 2014-ის დამთვალიერებლებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც აქვთ.

გამოფენაში, რომელიც 6 აპრილს გაიხსნა, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია მონაწილეობს, მათ შორის „იაგოს ღვინო“, „ჩვენი ღვინო“, „ართანული ღვინო“,
You must have Flash Player installed in order to see this player.
„ნიკი ანთაძის ღვინო“, „ნიკოლაძის ღვინის მარანი“, „ოქროს ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“, „ჯაყელების ღვინის მარანი“ და სხვა.

სტუმრებს ასევე აქვთ საშუალება, გაეცნონ ღვინის დაყენების უნიკალურ ქართულ ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა ქართული ღვინის, მათ შორის ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

VINITALY-2014-ზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 4000-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. VINITALY-ზე ქართული პროდუქცია წარმოდგენილია პავილიონში, სადაც მიმდინარეობს ნატურალური ღვინოების გამოფენა - VIVIT.

გამოფენას ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი დამთვალიერებელი, ღვინის მწარმოებლები და დისტრიბუტორები ესწრებიან. საგამოფენო პავილიონები 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. გამოფენის პარალელურად იმართება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, ღვინის დეგუსტაციები, საინფორმაციო სესიები და კონფერენციები, სადაც გამოფენის მონაწილეებს საშუალება აქვთ, საკუთარი ბიზნესისთვის მიიღონ ინფორმაციები ახალი შესაძლებლობების შესახებ ღვინის ვაჭრობის ინდუსტრიაში.

Read this story in English: 11 Georgian companies at Wine exhibition VINITALY in Verona
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გამოფენის „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.
ბორდოში დაგეგმილი გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ საქართველოს სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის არა მხოლოდ ღვინის, არამედ საერთოდ, კულტურულ სამყაროში ქვეყნის წარმოჩენის კუთხით
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოთხ ქალაქში: გვანჯოუ, ჩჟუნშანი, შენჩჟენი და ფოშანი ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია გაიმართა.
ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ელსელემა“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძემ, GIZ-ის წარმომადგენელმა და მისმა გერმანელმა კონსულტანტმა მოინახულეს
31 ივლისს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin გამოფენა გაიხსნება
31 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin - იხსნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა
თბილისის მერიაში ენერგოეფექტურობისა და ელექტრომობილების გამოფენა გაიხსნა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ღვინის საერთაშორისო კონკურსის ,,ვინექსპო ბორდო 2017“-ს (Vinexpo Bordeaux 2017) გახსნას დაესწრო.
თბილისში ღვინოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმთავრესი ღონისძიება, WinExpo Georgia '17 - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.
საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2017 ასტანა“ არის ახალი მწვერვალი ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.09.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „სვეტი“ შეემატა, რომელიც ქვის გადამუშავებას გეგმავს.
სრულად
21.09.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო.
სრულად
21.09.2017
თბილისში განახლებული, გაფართოებული „სითი მოლი“ 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება.
სრულად
20.09.2017
ბიზნესგანათლება წარმატებული ბიზსნესსაქმიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
სრულად
20.09.2017
ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური ხის მასალისგან დამზადებული პროდუქცია, ექსკლუზიური დიზაინი - ეს ავეჯისა და სანათების მწარმოებელი კომპანია JK STUDIO-ა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სამი ახალგაზრდის იდეით ჩამოყალიბდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708