იანვრიდან დღემდე უცხოეთის ბაზრებზე 15 მლნ დოლარის ქართული კონიაკი გავიდა

საექსპორტო ბაზარზე ქართულ კონიაკზე მოთხოვნა იზრდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 15 მლნ აშშ დოლარის კონიაკია ექსპორტირებული, რაც 113%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

იანვარ-მარტში 9 ქვეყნის ბაზარზე 4 მლნ-მდე (0,5ლ) ბოთლი კონიაკი გაიყიდა.

ექსპორტირებული ქართული კონიაკის 62% უკრაინაში გაიყიდა, მეორე ადგილზე რუსეთია, სადაც 1,2 მლნ ბოთლი კონიაკია რეალიზებული.