საწარმო, რომლის 27.08%-იან წილს სახელმწიფო ფლობს, გაკოტრებულად გამოცხადდა

სააქციო საზოგადოება „პერლიტი“ გაკოტრებულად გამოცხადდა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციაც გაუქმდა. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს საქმეთა კოლეგიის 10 აგვისტოს განჩინებაშია ნათქვამი.

განჩინების თანახმად, სასამართლოს საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თხოვნით, „პერლიტის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ მიმართა.

აღსანიშნავია, რომ მისი ცნობით, „პერლიტის” 27.08% სახელმწიფოს; 71,12%-იანი წილი თამარ ჩიხლაძეს, ხოლო 1,8% სხვა აქციონერებს ეკუთვნით.

განმცხადებლის ინფორმაციით, საწარმოს საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. ამასთან, „პერლიტის” სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიმართ 6 626,96 ლარის ოდენობის, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ კი 7 859,69 ლარის ოდენობის დავალიანება აქვს.