თბილისში Accessorize-ის ბოლო მაღაზიაც იხურება

15 სექტემბრის შემდეგ მაღაზია Accessorize იხურება.

საუბარია, ბრენდის ბოლო მაღაზიაზე თბილისში, რომელიც რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „მერანში“ მდებარეობს.

როგორც მაღაზიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მაღაზიაში პროდუქციის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

დახურვის მიზეზებზე მაღაზიაში ვერ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ ბრენდის ფილიალის გახსნას აღარ გეგმავენ.