ქართული სტარტაპი ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნაზე მუშაობს

ქართული სტარტაპი Phage Nutraceuticals ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნაზე მუშაობს.

სტარტაპის ავტორის რატი ღოლიჯაშვილის ცნობით, Phage Nutraceuticals ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის საწარმოო ლაბორატორია ბიოქიმფარმას ბაზაზეა შექმნილი.

კომპანია ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნით, კვლევითა და წარმოებითაა დაკავებული.

კერძოდ, Phage Nutraceuticals-ის პროდუქტებს იმ ბაქტერიების (ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიების) ეფექტურად განადგურების უნარი გააჩნიათ, რომელთა დამარცხებაც ანტიბიოტიკებს აღარ შეუძლიათ.

ამასთან, კომპანიის პროდუქციის გამოყენების არეალი არ არის შეზღუდული და მისი გამოყენება შემდეგი მიმართულებებით არის შესაძლებელი: მედიცინა, ვეტერინარია, საკვებისა და გარემოს უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, საკვები დანამატები, სამომხმარებლო პროდუქტები.

სტარტაპი პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.