სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო შეძლებს გაფართოებას
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო შეძლებს გაფართოებას
12 სექტემბერი / 2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ელ-ჯი-ჯი“ შეემატა , რომელიც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას შეძლებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო იუწყება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც მეტალოპლასტმასის
You must have Flash Player installed in order to see this player.
და ალუმინის კარ-ფანჯრებს აწარმოებს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც საშუალებას იძლევა, რომ კომპანიამ გაზარდოს წარმოების მოცულობა და დანერგოს ენერგოეფექტური მინის დამუშავების სტანდარტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ენერგოეფექტური მინებით დამზადებული ფანჯრები მნიშვნელოვნად ზოგავს სითბოდანაკარგებს და ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს.

სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ელ-ჯი-ჯი“, რომელიც სამომავლოდ საწარმოს ფილიალის გახსნას ზუგდიდში და ქუთაისში გეგმავს, ხარისხის მართვის ევროპულ სერტიფიკატს ISO-9001 და “REHAU” ხარისხის სერთიფიკატებს ფლობს.

შპს „ელ-ჯი-ჯი“ მდებარეობს თბილისში, ფარსადანის ქ. #8 და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 143,535 ლარს შეადგენს.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.09.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „სვეტი“ შეემატა, რომელიც ქვის გადამუშავებას გეგმავს.
სრულად
21.09.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო.
სრულად
21.09.2017
თბილისში განახლებული, გაფართოებული „სითი მოლი“ 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება.
სრულად
20.09.2017
ბიზნესგანათლება წარმატებული ბიზსნესსაქმიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
სრულად
20.09.2017
ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური ხის მასალისგან დამზადებული პროდუქცია, ექსკლუზიური დიზაინი - ეს ავეჯისა და სანათების მწარმოებელი კომპანია JK STUDIO-ა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სამი ახალგაზრდის იდეით ჩამოყალიბდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708