„ბაგანა“ - დედების კომფორტისთვის შექმნილი სტარტაპი
„ბაგანა“ - დედების კომფორტისთვის შექმნილი სტარტაპი
13 სექტემბერი / 2017
რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ბავშვის სატარებელი, ე.წ. „სლინგი“ გამოჩნდა.
პროდუქცია „ ბაგანას“ ბრენდის ქვეშ იწარმოება და მისი შემქმნელები ევროკავშირის ორგანიზაციის Think Young-ის პროექტის გამარჯვებულები არიან. თინათინ გახოკიძემ და მისმა გუნდმა თებერვალში, 2 000 დოლარის ოდენობის გრანტი სწორედ აღნიშნულ კონკურსში მოიგო. ეს თანხა „ბაგანას,“ როგორც ბიზნესსაქმიანობის საწყისი კაპიტალია. bpn

„ბაგანა“ ყველასთვის კარგად ნაცნობი „კენგურუს“ ერთგვარი ალტერნატივაა. თუმცა კენგურუსგან განსხვავებით, ის ჩვილისთვისაც საკმაოდ მოსახერხებელია. ბაგანას გამოყენება დაბადებიდან ორ წლამდე ბავშვისთვის არის რეკომენდირებული. ბაგანას ანალოგი ამერიკასა და ევროპაში უკვე წლებია არსებობს, თუმცა საქართველოში ამ პროდუქტს აქამდე ნაკლებად იცნობდნენ.

სტარტაპმა გაყიდვები ივნისში დაიწყო. მანამდე კი იყო საკმაოდ რთული სამუშაო პროცესი. პირველ რიგში, იდეის ავტორებმა კონსულტაციები სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან, მათ შორის პედიატრებთან და ორთოპედებთან გაიარეს. „იაშვილის“ სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრებმა პროდუქტი მოიწონეს და მისი გამოყენების რეკომენდაცია გასცეს. ბაგანას მოხმარება განსაკუთრებით დისპლაზიის მქონე ბავშვებისთვის არის მიზანშეწონილი. 
სტარტაპერები პროდუქციას თბილისში მდებარე კონტრაქტორ სამკერვალოში ამზადებენ. ბაგანას შესაკერად საჭირო მაღალი ხარისხის ქსოვილი კი თურქეთიდან შემოდის. ბავშვის სატარებელი, რომლის შემოკვრის წესი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, 70 ლარი ღირს. როგორც თინათინ გახოკიძე აღნიშნავს, ეს ფასი პროდუქტის ხარისხთან მიმართებაში საკმაოდ მცირეა, თუმცა იმისთვის, რომ ბაგანა რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, სტარტაპერები დაბალი მოგების ხარჯზე, პროდუქტის ღირებულების შენარჩუნებას გეგმავენ. ბაგანას შეძენა მომხმარებლებს ონლაინ მაღაზიის საშუალებით ან სოციალური ქსელის მეშვეობით შეუძლიათ. bpn

ბაგანაში ბავშვის მოთავსების ტექნიკა ასაკის მიხედვით იცვლება. პროდუქტს შესაბამისი ინსტრუქციაც მოყვება, სადაც ინფორმაცია დაწვრილებითაა მოცემული.

ივნისიდან მოყოლებული „ბაგანას“ ბრენდის უკვე 150-ზე მეტი „სლინგი“ გაიყიდა. როგორც თინათინ გახოკიძე ამბობს, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, ვინაიდან პროდუქტს ჯერჯერობით ნაკლებად იცნობენ. ამავდროულად ზაფხული ისედაც რეალიზაციის შედარებით დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. პროდუქტი მოთხოვნის შესაბამისად იწარმოება.


„ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო ქართველი მოხმარების ნდობის მოპოვება. ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ხშირ შემთხვევაში სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ამ დრომდე „ბაგანას“ ხარისხთან დაკავშირებით არც ერთი შენიშვნა ან უარყოფითი რეაქცია არ
bpn
მიგვიღია. როგორც ჩანს, მომხმარებლის ნდობა გავამართლეთ“, -
აღნიშნავს თინათინ გახოკიძე.

ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა „ბაგანასთვის“ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. სამომავლოდ კომპანიას კიდევ ბევრი ახალი და საინტერესო გეგმა აქვს. „ბაგანა“ ამჯერად „თიბისი ბანკის“ სტარტაპ პროექტის მონაწილეა. როგორც თინათინ გახოკიძე ამბობს, ბანკი სტარტაპს ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარა და ეს მხარდაჭერა პროდუქციის რეალიზაციაზე უკვე დადებითად აისახა.

როგორც სტარტაპერები ამბობენ, ბაგანა არ იქნება ერთადერთი საბავშვო ნივთი, რომელიც ამ ბრენდის ქვეშ იწარმოება და ახლო მომავალში ბაზარს კიდევ ბევრ ინოვაციურ პროდუქტს შესთავაზებენ. დეტალების გამჟღავნებისგან თინათინ გახოკიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ახალი გეგმების განხორციელება მალე დაიწყება.

ქრისტინე გამთენაძე
You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჟურნალი Rolling Stone, რომელიც არსებობის 50 წელს ითვლის, იყიდება. 
ტექნოპარკში სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი Seedstars World გაიმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ტექნოპარკში ხვალ მსოფლიო მასშტაბის სტარტაპების კონკურსი Seedstars World ჩატარდება.
ცოტა ხნის წინ თბილისში გროზნოს ქუჩაზე, ახალი მაღაზია „გროზნოს 3“ გაიხსნა, რომელიც თერთმეტამდე ქართულ სტარტაპს აერთიანებს.
25 სახეობის მაღალი ხარისხის და შესანიშნავი გემოს ჩაი - ეს "ოპიუმ ჯორჯიაა", ჩაის მწარმოებელი სტარტაპი, რომლის პროდუქციაც ამ ეტაპზე მხოლოდ რესტორნებში, კაფეებსა და სასტუმროებშია ხელმისაწვდომი.
თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ 5 თვის შედეგებს აჯამებს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპსესხით უკვე 50-მა სტარტაპერმა ისარგებლა და დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად 2 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი გაიცა.
”სტარტაპ საქართველომ” დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში ”ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოების” პროექტის პრეზენტაცია გამართა.
ორი თვის წინ, ორი ახალგაზრდა გოგონას ინიციატივით ახალი სტარტაპი „სუში ჰოლიკი“ ჩამოყალიბდა.
ბაზარზე პრეზერვატივების ქართული ბრენდი „აიისა“ გამოჩნდა.
თვეზე მეტია, რაც ქართველების მიერ მოგზაურებისთვის შექმნილი მობილური აპლიკაცია - ხელმისაწვდომია. 
„სტარტაპ საქართველომ“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ონლაინ კლინიკა“ პრეზენტაცია გამართა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.09.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „სვეტი“ შეემატა, რომელიც ქვის გადამუშავებას გეგმავს.
სრულად
21.09.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო.
სრულად
21.09.2017
თბილისში განახლებული, გაფართოებული „სითი მოლი“ 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება.
სრულად
20.09.2017
ბიზნესგანათლება წარმატებული ბიზსნესსაქმიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
სრულად
20.09.2017
ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური ხის მასალისგან დამზადებული პროდუქცია, ექსკლუზიური დიზაინი - ეს ავეჯისა და სანათების მწარმოებელი კომპანია JK STUDIO-ა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სამი ახალგაზრდის იდეით ჩამოყალიბდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708