საგადასახადო შეღავათების შედეგად ამ დრომდე 25 დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა განახლდა

დაუსრულებელი მშენებლობისთვის საგადასახადო შეღავათის ამოქმედებიდან დღემდე 25 დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა განახლდა.

მათი საერთო საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ დოლარამდეა, ხოლო მშენებლობის დასრულება 2017 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

საუბარია მიმდინარე წელს, საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომლის შედეგადაც, 2 წლით გაიზარდა დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების ვადა. მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადად კი 2019 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

ამასთან, შეღავათების შედეგად, 2020 წლისთვის 37 ობიექტის დასრულებაა დაგეგმილი, რომელთა საინვესტიციო ღირებულებაც ჯამში 100 მილიონ დოლარზე მეტია.