"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"  - პარლამენტის 51 წევრს ბიზნესთან კავშირი აქვს

საქართველოს პარლამენტის 51 წევრს ბიზნესთან კავშირი აქვს და შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტებში წილს ფლობს.

ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს. მათ შორის 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე; ხოლო 2 დეპუტატი - ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია „საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენელია.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობენ: ივლიანე წულაია („ქართული ოცნება”) - 31 კომპანია; ნინო წილოსანი („ქართული ოცნება”) - 13 კომპანია და კახაბერ ოქრიაშვილი („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”) - 13 კომპანია.

იხილეთ აგრეთვე: ბიზნესიდან დეპუტატობამდე - რა ქონებას ფლობს ილია წულაია?

ქართველ მილიონერთა კლუბის ახალი წევრები