JK STUDIO -ბიზნესად ქცეული ჰობი

ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური ხის მასალისგან დამზადებული პროდუქცია, ექსკლუზიური დიზაინი - ეს ავეჯისა და სანათების მწარმოებელი კომპანია JK STUDIO-ა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სამი ახალგაზრდის იდეით ჩამოყალიბდა.

ბიჭების ჰობი ცოტა ხანში ბიზნესად იქცა და დღეს უკვე კომპანია ბაზარზე კონკურენტულ პროდუქციას ქმნის.

პირველი ხელნაკეთი ნივთი, რომელიც JK STUDIO-ს დიზაინით დამზადდა - „ოქროს ბიჭუნა“ იყო. კომპანიამ მალევე მიიღო რამდენიმე შეკვეთა, როგორც ანალოგიურ პროდუქტზე, ასევე

bpnექსკლუზიური და თემატური სანათების დამზადებაზე. საწყის ეტაპზე, საქმიანობა უფრო ძალების მოსინჯვას ჰგავდა აღნიშნული მიმართულებით, თუმცა მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია გადაწყვეტილების მიღება, რომ შექმნილიყო კონკრეტული ბრენდი და წამოწყებას მიეღო უფრო მასშტაბური ხასიათი. თითოეული ნივთის დიზაინი შემუშავებულია ექსკლუზიურად კომპანიის მიერ და წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. დღეის მდგომარეობით, "JK STUDIO" მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: მაგიდისა და კედლის სანათების, ჭაღების დამზადებას, ავეჯის წარმოებას, საბავშვო ავეჯის ხაზს, და ინდივიდუალური შეკვეთებით დამზადებულ ექსკლუზიურ ნივთებს.

bpn

როგორც კომპანიის დირექტორი რევაზ მახარაძე აღნიშნავს, დღეისთვის JK STUDIO უკვე საკმაოდ მასშტაბურ შეკვეთებზე მუშაობს.

„სიმართლე გითხრათ, ბიზნესის დაწყების პირველ ეტაპზე ჩვენც არ გვქონდა ასეთი მოლოდინები. ვფიქრობთ, მოთხოვნა უფრო დიდია განსხვავებულ და ნატურალური მასალით დამზადებულ ნივთებზე, რომელთა ღირებულებაც მისაღებია კლიენტისთვის. ამ მხრივ ბევრი საინტერესო დაკვეთა მივიღეთ. არის შემთხვევები, როცა კლიენტს თავად აქვს განსაკუთრებული

მოთხოვნები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, თუმცა თავადაც ვაძლევთ რჩევებს და ასე იქმენება საბოლოო პროდუქტი,“-ამბობს რევაზ მახარაძე. 

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით უკვე ბევრი კომპანია საქმიანობს და შესაბამისად, ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია. თუმცა რევაზ მახარაძის განმარტებით, JK STUDIO-ს მაღალი ხარისხი და ნატურალური მასალები ყველასგან გამოარჩევს.

bpn„ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ JK STUDIO-ს საფირმო ნიშანი იქნებოდა ხარისხი. აქცენტს ვაკეთებთ ნატურალურ და ხარისხიან მასალებზე, ამას ემატება ძალიან შრომატევადი და სკურპულოზური შრომა და შესაბამისად ჩვენ მიერ შექმნილი ნივთები არის ძალიან ხარისხიანი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე დიზაინი. სწორედ ამ ორი კომპონენტის

სინთეზი გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ - JK STUDIO-ს პროდუქტი არის ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი. ბოლო პერიოდში იზრდება მოთხოვნა სკამებზე. ჩვენ ვითვალისწინებთ ბაზრის ქცევას და ვცდილობთ მაქსიმალურად ფეხი ავუწყოთ მომხმარებლის მოთხოვნებს, თუმცა ასევე არ ვკარგავთ საკუთარ მიმართულებას და შესაბამისად, ყველა ნივთი შექმნილია კომპანიის სტილის დაცვით.“

JK STUDIO თბილისში, წერეთლის გამზირზე, 140ა ნომერში მდებარეობს. კომპანიაში მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისიც.

„კომპანია ახლო მომავალში საკუთარი „შოუ რუმის“ გახსნას გეგმავს.

„ჩვენი პროდუქტის ადგილზე დათვალიერებას ბევრი კლიენტი ითხოვს. დღეისთვის, სამწუხაროდ, სამუშაო სივრცე არ იძლევა ამის საშუალებას, ამიტომაც ვაპირებთ მზა

bpn

პროდუქციის გატანას შესაბამის ფართში, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება, მივიდეს და დაათვალიეროს ჩვენს მიერ შექმნილი ნივთები. დაგეგმილია ასევე წარმოების გაფართოებაც.“-ამბობს რევაზ მახარაძე.

ცოტა ხნის წინ კომპანია “თიბისი ბანკის”სტარტაპ პროგრამაში ჩაერთო. როგორც JK STUDIO-ს დირექტორი მბობს, სტარტაპმა აღნიშნული პოგრამით მნშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო.

„სტარტაპისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, მითუმეტეს ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან, როგორიც არის „თიბისი ბანკი“. ბიზნესში ყველაზე რთული ეტაპი მაშინაა, როცა კომპანია ბაზარზე თავის დამკვიდრების მიზნით, პირველნაბიჯებს დგამს.

ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. დასაწყისში შიშით უყურებ შენს მომავალ საქმიანობას, თუმცა ვფიქრობ, წარმატების გზაზე ამ შიშის დაძლევაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენ თავიდანვე საინტერესოდ დავიწყეთ „თიბისი ბანკთან“ ურთიერთობა და იმედს ვიტოვებთ აღნიშნული თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება მომავალშიც.“-ამბობს რევაზ მახარაძე.

ქრისტინე გამთენაძე

#სტარტაპერი #გვეამაყები