1 წელში მოპოვებული წარმატება - საქართველოში წარმოებული მატრასები ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის
1 წელში მოპოვებული წარმატება - საქართველოში წარმოებული მატრასები ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის
7 ოქტომბერი / 2017
ქართულ-აზერბაიჯანული ინვესტიციით შექმნილი მატრასების მწარმოებელი კომპანია „როიალ ჯორჯია“ პროდუქციის გატანას ამერიკაში იწყებს.
ამის შესახებ, კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა თეა მაისურაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საწარმოში ჯამში 1.5 მილიონის ინვესტიციაა განხორციელებული და ამ დროისათვის კომპანიაში მუდმივად 35 ადამიანია დასაქმებული.

უფრო დეტალურად კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ისტორიაზე - „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა თეა მაისურაძემ ისაუბრა.

„როიალ-ჯორჯია“ ორთოპედიულ ბალიშებსა და მატრასებს ამზადებს. ჩვენი მთავარი მისიაა მომხმარებელს გამორჩეული დიზაინის მქონე, უმაღლესი ხარისხის მატრასი და ბალიში შევთავაზოთ. საწარმო 2014 წელს, „აწარმო საქართველოს“ ფარგლებში დაარსდა, ხოლო მატრასების წარმოება 2016 წლის სექტემბერში დავიწყეთ. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის დაწყებიდან 1 წელში პროდუქციის რეალიზება არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ თურქეთსა და აზერბაიჯანშიც ხდება. რამდენიმე დღეში კი ჩვენი მატრასები ამერიკაშიც გაიგზავნება,”-აცხადებს მაისურაძე.

რატომ გადაწყვიტეთ და რამდენად გქონდათ მატრასების წარმოების გამოცდილება

ჩვენს პარტნიორს აზერბაიჯანში მატრასების ქარხანა აქვს და სურვილი გაუჩნდა, რომ საქართველოშიც დაგვეწყო ეს საქმე. შესაბამისად, იმ კუთხით - თუ რა სახის ტექნიკა დაგვჭირდებოდა, გამოცდილება გვქონდა და შევძელით, რომ მატრასები, რომელიც საქართველოში 3 ათას ლარად იყიდება, მომხმარებლისთვის 700 ლარად შეგვეთავაზებინა.

რამდენად განვითარებულია მატრასების ბაზარი და რა სირთულეებია

საქართველოში არსებულ მატრასის საამქროებში ხარისხის კონტროლი არ აქვთ. არც ბაზარია განვითარებული და ძირითადად, უხარისხო პროდუქცითაა გაჯერებული. აქედან გამომდინარე მთავარი სირთულე მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მოსახლეობის ნაწილის აზრით, თუ პროდუქტი 2 ათას ლარზე ზევით არ ღირს, ე.ი. უხარისხოა.

რამდენად მარტივად დაიმკვიდრა კომპანიამ თავი და რა არის „როიალ ჯორჯიას“ უპირატესობა

ფასთან და ხარისხთან ერთად ჩვენი მთავარი უპირატესობაა ისაა, რომ სერტიფიცირებულ ნედლეულს ვიყენებთ. ამასთან, მომხმარებელს 100%-იან გარანტიას ვაძლევთ, რომ მატრასი ნამდვილად იმ პროდუქციისგან შედგება, რაც აღწერილობაშია მითითებული. მეტიც, თუ ადამიანს კითხვა ან ეჭვი გაუჩნდება, შეგვიძლია მატრასი გავხსნათ და ვაჩვენოთ რისგან შედგება. რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, არ იყო რთული. მთავარია სწორად დაგეგმილი ბიზნესი, კარგი მენეჯმენტი და ყველაფერი გამოვა.

რამდენი სახის მატრასს სთავაზობს „როიალ ჯორჯია“ მომხმარებელს და რამდენად არის ბაზარზე მოთხოვნა

ჩვენი კომპანია
ზომის, ხარისხისა და შემადგენლობის მიხედვით, ჯამში 45-მდე სახეობის მატრასს აწარმოებს. ამასთან, შეგვიძლია მომხმარებლის სურვილის მიხედვით დავამზადოთ სასურველი ზომის და შემადგენლობის პროდუქცია. შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამ ეტაპზე რეკლამირებაზე დიდი თანხა არ დაგვიხარჯავს და ჩვენი „ფეისბუქ“ გვერდითა და გაყიდვების საიტის RoyalGeorgia.ge-ს მეშვეობით მოვახერხეთ, რომ დღეში 150 მატრასს ვაწარმოებთ. აღსანიშნავია, ისიც რომ საცალო შეკვეთების გარდა რამდენიმე მნიშვნელოვან სასტუმროსთან და სავარჯიშო დარბაზთანაც ვთანამშრომლობთ.

კომპანიის სამომავლო გეგმები

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საკუთარი მაღაზიის გახსნას. ამასთან, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ამერიკის გარდა ევროპის ბაზარზეც გვინდა თავის დამკვიდრება. დაწყებულია მოლაპარაკებები და მატრასების ექსპორტი შესაძლოა პოლონეთშიც დავიწყოთ. ამასთან, აისო სერტიფიკატის აღებასაც ვაპირებთ, რის შემდეგაც ცნობილ, უცხოელ ბრენდებთანაც შევძლებთ თანამშრომლობის უფრო გაფართოებას.

კომპანია მონაწილეობას იღებს, „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017.. რას ელით კონკურსისგან?

„როიალ ჯორჯია“ ბიზნეს დაჯილდოების წლის სტარტაპერის ნომინაციაშია წარდგენილი. მონაწილეობის მიზანი სანდოობისა და ცნობადობის მოპოვებაა. გვინდა ჩვენი პროდუქცია მომხმარებელს უკეთ გავაცნოთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ აუცილებელი არაა დიდი თანხების ჩადება და საქართველოში ბიზნესის კეთება ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეუძლიათ.

თაია არდოტელი
კომენტარები (4)
11.10.2017
ნიკა
მე შევიძინე და ძალიან კარგია. და ამ კომპანიის ხელმძღვანელიც ძალიან კარგი კაცია, რომელმაც დეტალურად აგვიხსნა თავისი პროდუქციის მახასიათებლები.
08.10.2017
ზურაბი გოგინავა
კიდევ მოგცემთ შეკვეთას
მსგავსი სიახლეები
ბამბის ნაყინი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია უკვე რამდენიმე თვეა, გასართობი ღონისძიებების უცვლელ ატრიბუტად იქცა.
დღეს ბიზნესზე ხორციელდება ზეწოლა რათა მათ დააფინანსონ სახელისუფლებო პარტია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარტიების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული დაფინანსების შეფასებისას განუცხადა.
"ბიუროკრატიასთან დაკავშირებით არის რაღაც საკითხები, არა მარტო ეკონომიკის, არამედ სხვა სამინისტროებში, რომელიც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას".
3 წელია საქართველოში საქმიანობს პირველი „კერძო არქივი“ - საქმის წარმოებისა და არქივის მართვის კომპანია.
საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე საქსტატის მონაცემებს გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილია.
დეველოპერულმა კომპანია "გრინ დეველოპმენტმა" ბიზნესის განვითარებისთვის ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 40 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 50 ცალი ობლიგაცია გამოიტანა, წლიური 11%-იანი სარგებლის დარიცხვით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ზუგდიდისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მერობისა და პარტიული სიის 1-ლი ნომრების ქონებისა და ბიზნესების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ორგანიზატორებმა შუალედური შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში 52,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 63%-ით აღემატება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკო ფუდი" შესაძლოა გაიყიდოს.
სრულად
19.10.2017
ბამბის ნაყინი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია უკვე რამდენიმე თვეა, გასართობი ღონისძიებების უცვლელ ატრიბუტად იქცა.
სრულად
19.10.2017
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.
სრულად
17.10.2017
"სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა. მიწასთან ურთიერთობა მსიამოვნებს. თუშეთში ჩასვლა და მუშაობა კარგი განტვირთვაა,” – ამბობს 23 წლის ფერმერი გიორგი აბულიძე, რომელიც წარმატებული კოოპერატივის ”ალაზნისთავის” ერთ-ერთი წევრია.
სრულად
17.10.2017
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "თიბისი ბანკის" მიერ "პროგრესბანკის" შეძენის თემას უბრუნდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14660-ე