„ცომი“ - როგორ იქცა ჩვეულებრივი პროდუქტი წარმატებულ სტარტაპად
„ცომი“ - როგორ იქცა ჩვეულებრივი პროდუქტი წარმატებულ სტარტაპად
10 ოქტომბერი / 2017
საქართველოში ხინკლის ცომის ფირფიტების წარმოება დაიწყო. „ცომი“, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს აწარმოებს ნიკოლოზ სარაჯევის იდეაა.
პროდუქტმა დღის სინათლე სულ რამდენიმე დღეა იხილა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაღაზიებში არც კი გამოჩენილა, უკვე არნახული ინტერესით სარგებლობს. სოციალურ ქსელში კი „ცომი“-ს გვერდმა სულ ორიოდ დღეში 10 ათასამდე ადამიანის დაინტერესება მოახერხა.

36 წლის ნიკოლოზ სარაჯევი თავად მზარეულია. ბოლო ორი წელი მან კულინარიის შესწავლას დაუთმო. ხინკლის ცომის წარმოების იდეა ერთი წლის წინ დაებადა და გასული წელი იდეისთვის ხორცის შესხმას მიუძღვნა. ამბობს, რომ მისი მიზანი ხინკლის მოყვარულებისთვის შრომის შემსუბუქება იყო.

ყველაზე მეტად მზარეულების აზრი აინტერესებდა, რათა კლიენტამდე მაღალი ხარისხის პროდუქტი მისულიყო. იმუშავა რამდენიმე რესტორნთან, რომელთაც მისი ცომით ხინკლის მზადება უკვე დაიწყეს და ყოველდღიურად იყენებენ.

როგორც სარაჯევი ამბობს, არც ელოდა თუკი ორიოდ დღეში მისი პროდუქტი ასეთი პოპულარული გახდებოდა სოციალურ ქსელებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროდუქტი ამ ეტაპზე არც ერთ მარკეტში არ იყიდება. მომხმარებელს შეძენა, ჯერჯერობით, მხოლოდ საწარმოში შეუძლია.

„ბოლო ერთი წელი ყველაფერი
გადავდე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს სტარტაპი განმეხროციელებინა. მთელ იმედებს მასზე ვამყარებ და იმედი მქონდა, რომ ეს წამოწყება ბევრი მზარეულისთვის და დიასახლისისთვის შვება იქნებოდა. მომხმარებლებს პირადად ველაპარაკები, სათითაოდ ვუხსნი თუ როგორ უნდა მოამზადონ, რომ შეცდომა არ დაუშვან. ამიტომ ვაპირებ ვიდეოგაკვეთილები ჩავწერო და გვერდზე დავდო, სადაც მომზადების ინსტრუქცია დეტალურად იქნება ახსნილი. “ფეისბუქზე“ გვწერენ - ასე გვეგონა უკვე ყველაფერი გამოგონებული იყოო,“ - ამბობს სარაჯევი.

„ცომი“ საწარმოში დანადგარების მეშვეობით მზადდება, თუმცა ადამიანების ჩართულობით. ამ ეტაპზე საწარმოში სულ 4 ადამიანია დასაქმებული. საწარმო სარაჯევმა მთლიანად საკუთარი სახსრებით გახსნა. მისი თქმით, დანადგარები თანამედროვე და მაღალი ხარისხისაა.

შეფუთვაში 10 ფირფიტაა მოთავსებული. ამ ეტაპზე მეწარმე ქსელურ სუპერმარკეტებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ამბობს, რომ ზოგიერთმა მათგანმა უარი სხვადასხვა მიზეზის გამო უთხრა. სავარაუდოდ, „ცომი“ უბნის პატარა მაღაზიებშიც გაიყიდება. სარაჯევი ამბობს, რომ პროდუქტს საზღვარგარეთაც აუცილებლად გაიტანენ.

„პროდუქციის ხარისხი ყველაზე მთავარია. ჩემი ამოცანა იყო იგი ნატურალური ყოფილიყო ყოველგვარი ცილებისა და „კრახმალის“ დამატების გარეშე. ამიტომ, ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ფქვილს, წყალსა და მარილს შეიცავს. უბრალოდ, იგი დანადგარებზე ისე მუშავდება, რომ მომხმარებლამდე მზა სახით მივიდეს. რესტორნები, რომელთაც ჩვენ ვამარაგებთ, დაბალ ხარისხზე არ დაგვთანხმდებოდნენ,“ - დასძენს იგი.

თაკო მათეშვილი
კომენტარები (7)
15.10.2017
ბერიკა
არანაირი ახალი იდეა არ არის, ხინკლის ცომი 20 ცალიანი შეფუთვა რერას ბრენდით უკვე იყიდება საცალო ქსელში და უფრო ხელსაყრელ ფასად, რამდენიმე დღეში კარფურის ქსელშიც შეეძლება ხინკლის ცომის შეძენა მომხმარებელს, რაც შეეხება ექსპორტს, წარმატებები შ.პ.ს ცომს, რერა ექსპორტს არ გეგმავს
11.10.2017
ia
Ranairi magali xarisxic ar unda gqondet,100gram comshi 2.50bevria.chemi azrit 1.50meti ar unda girdes.ertianad mogindat gamdidreba
მსგავსი სიახლეები
2017 წლის ზაფხულში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) 10 მავნე პროდუქტი გამოავლინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე საქსტატის მონაცემებს გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილია.
მთავრობა პირობას იძლევა, რომ ინფლაციას შეაჩერებს, მაგრამ უკვე გაძვირებული პროდუქციის გაიაფება წარმოუდგენელია.
კვიპროსში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში „ბორჯომი“ და „ნაბეღლავი“ რუსული პროდუქციის სექციაში იყიდება.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საექსპორტო არეალი გაიზარდა და ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზეც გადის, აგროსასურსათო პროდუქცია ძირითადად მაინც „შეჩვეულ“ ქვეყნებში იყიდება.
სახელმწიფო სურსათის შესაძენად წელიწადში 150 მილიონ ლარს ხარჯავს.
ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური ხის მასალისგან დამზადებული პროდუქცია, ექსკლუზიური დიზაინი - ეს ავეჯისა და სანათების მწარმოებელი კომპანია JK STUDIO-ა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სამი ახალგაზრდის იდეით ჩამოყალიბდა.
საქართველოში საკრედიტო პროდუქტებით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მათ შორის იპოთეკურ სესხებს გამორჩეული ადგილი უჭირავს.
ჟურნალი Rolling Stone, რომელიც არსებობის 50 წელს ითვლის, იყიდება. 
რომელი პროდუქტი გააქვს საქართველოს ყველაზე ხშირად ექსპორტზე და რომელი პროდუქტებია იმპორტირებული.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკო ფუდი" შესაძლოა გაიყიდოს.
სრულად
19.10.2017
ბამბის ნაყინი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია უკვე რამდენიმე თვეა, გასართობი ღონისძიებების უცვლელ ატრიბუტად იქცა.
სრულად
19.10.2017
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.
სრულად
17.10.2017
"სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა. მიწასთან ურთიერთობა მსიამოვნებს. თუშეთში ჩასვლა და მუშაობა კარგი განტვირთვაა,” – ამბობს 23 წლის ფერმერი გიორგი აბულიძე, რომელიც წარმატებული კოოპერატივის ”ალაზნისთავის” ერთ-ერთი წევრია.
სრულად
17.10.2017
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "თიბისი ბანკის" მიერ "პროგრესბანკის" შეძენის თემას უბრუნდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14660-ე