ნოვაკ ჯოკოვიჩი უფასო რესტორანს ხსნის

სერბი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სერბეთში ახალ რესტორანს ხსნის.

გამოცემა Mirror-ის ცნობით,  დაწესებულება მათთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც დახმარება სჭირდება. რესტორანში კვება უფასო იქნება.

„ფული ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მე საკმარისი ფული ვიშოვე, რომ მთელი სერბეთი გამოვკვებო. მიმაჩნია, რომ ჩემი თანამემამულეები იმსახურებენ ამას იმ მხარდაჭერის სანაცვლოდ, რომელსაც მათგან ყოველთვის ვგრძნობდი“, - აცხადებს ჯოკოვიჩი.

შარშან სერბი სპორტსმენი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომლის საპრიზოებმაც 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ჯერჯერობით უცნობია, მოუწევთ თუ არა რესტორნის კლიენტებს რაიმე საბუთის წარდგენა.