„სქულბუქი“ - პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რომელიც სასწავლო პროცესს ამარტივებს

ახლო მომავალში საჯარო სკოლებში, შესაძლოა, სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა, ე.წ.

„სქულბუქი“ დაინერგოს. როგორც „სქულბუქის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გიორგი ლიქოკელი აღნიშნავს, ამ კუთხით დაინტერესება არსებობს და მოგვიანებით შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოების დაწყება იგეგმება.

სკოლის მართვის ავტომატიზებული სისტემა “სქულბუქი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. სისტემა აერთიანებს: ელექტრონულ ჟურნალს, ელექტრონულ საქაღალდეს, ბიბლიოთეკისა თუ კათედრების მოდულებს. „სქულბუქი“ ამ დროისთვის თბილისისა და რეგიონების 20-ზე მეტ კერძო სკოლაშია დანერგილი და საერთო ჯამში, მას უკვე 23 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„ეს არ არის მხოლოდ ელექტრონული ჟურნალი. „სქულბუქის“ მიზანია სასწავლო პროცესების სრული ელექტრონიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს ქაღალდის დოკუმენტის ელექტრონულით ჩანაცვლებას და სასწავლო

პროცესების მუდმივ მონიტორინგს. იგი განკუთვნილია სკოლის ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის. სკოლის მართვა გაცილებით მარტივი და კომფორტულია მისი გამოყენებით, რადგან ყველა პროცესი ხდება მომხმარებლის თვალწინ ტაბლეტისა

თუ კომპიუტერის მონიტორზე. თითოეულ მომხმარებელს აქვს თავისი სახელი და პაროლი, რომლის მეშვეობითაც შეუძლია სისტემაში შესვლა“, - აღნიშნავს გიორგი ლიქოკელი.

მისი თქმით, „სქულბუქი“ ამარტივებს სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობას და უზრუნველყოფს სკოლის შიგნით მიმდინარე პროცესის ეფექტურ მენეჯმენტს.

bpn„დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი აუმჯობესებს სასწავლო პროცესის მართვას. ელექტრონული ჟურნალის პირობებში, მასწავლებლებს მხოლოდ გაცდენებისა და შეფასებების აღრიცხვა

უწევთ, ნიშნების გამოთვლის პროცესი კი, სრულად ავტომატიზებულია. თავის მხრივ, მშობელს საშუალება მიეცა – რეალურ დროში მიადევნოს თვალი შვილების შეფასებებს, გაცდენებს, დაგვიანებებს, საშუალო ქულებსა და რეიტინგს; იხილოს ინფორმაცია დავალებების, სახელმძღვანელოების,

განრიგის შესახებ და ამავდროულად, ჰქონდეს კომუნიკაცია მასწავლებლებთან. მოსწავლეებს კი აღარ სჭირდებათ იქონიონ დღიურები დავალებების ჩასანიშნად. „სქულბუქმა“ მოსწავლეებს

Facebook-იც კი ჩაუნაცვლა. ამას ისინი თავადვე აღნიშნავენ. სისტემის საშუალებით კლასელები ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან“, - აღნიშნავს გიორგი ლიქოკელი.

„სქულბუქი“ ქართული პროდუქტია. მისი შემქმნელები საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი რაფიელ ხაბურძანია და პროგრამისტი ავთანდილ რუხაძე არიან.

როგორც სტარტაპის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, მომდევნო წელს ხელმისაწვდომი იქნება „სქულბუქის“ მობილური აპლიკაციაც.

„სქულბუქით“ სარგებლობა ფასიანია და საფასო პოლიტიკა მოსწავლეების რაოდენობისა და სკოლის მიერ არჩეული მოდულების მიხედვით განისაზღვრება. ფასი 230-დან 1500 ლარამდე მერყეობს.

ცოტა ხნის წინ „სქულბუქი“ „თიბისი ბანკის“ პროგრამა სტარტაპერში ჩაერთო. სტარტაპის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ კომპანიებისთვის მსგავსი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ბაზარზე თავის დამკვიდრებას ამარტივებს.

„ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ „სქულბუქით“ უზრუნველვყოთ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები. ამიტომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ სისტემის შესახებ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს“, - აღნიშნავს გიორგი ლიქოკელი.

#სტარტაპერი

ფოტოები: ADvan/ედვენი

ქრისტინე გამთენაძე