„სქულბუქი“ - პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რომელიც სასწავლო პროცესს ამარტივებს
„სქულბუქი“ - პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რომელიც სასწავლო პროცესს ამარტივებს
11 ოქტომბერი / 2017
ახლო მომავალში საჯარო სკოლებში, შესაძლოა, სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა, ე.წ.
„სქულბუქი“ დაინერგოს. როგორც „სქულბუქის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გიორგი ლიქოკელი აღნიშნავს, ამ კუთხით დაინტერესება არსებობს და მოგვიანებით შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოების დაწყება იგეგმება.

სკოლის მართვის ავტომატიზებული სისტემა “სქულბუქი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. სისტემა აერთიანებს: ელექტრონულ ჟურნალს, ელექტრონულ საქაღალდეს, ბიბლიოთეკისა თუ კათედრების მოდულებს. „სქულბუქი“ ამ დროისთვის თბილისისა და რეგიონების 20-ზე მეტ კერძო სკოლაშია დანერგილი და საერთო ჯამში, მას უკვე 23 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„ეს არ არის მხოლოდ ელექტრონული ჟურნალი. „სქულბუქის“ მიზანია სასწავლო პროცესების სრული ელექტრონიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს ქაღალდის დოკუმენტის ელექტრონულით ჩანაცვლებას და სასწავლო

პროცესების მუდმივ მონიტორინგს. იგი განკუთვნილია სკოლის ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის. სკოლის მართვა გაცილებით მარტივი და კომფორტულია მისი გამოყენებით, რადგან ყველა პროცესი ხდება მომხმარებლის თვალწინ ტაბლეტისა

თუ კომპიუტერის მონიტორზე. თითოეულ მომხმარებელს აქვს თავისი სახელი და პაროლი, რომლის მეშვეობითაც შეუძლია სისტემაში შესვლა“, - აღნიშნავს გიორგი ლიქოკელი.

მისი თქმით, „სქულბუქი“ ამარტივებს სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობას და უზრუნველყოფს სკოლის შიგნით მიმდინარე პროცესის ეფექტურ მენეჯმენტს.

bpn„დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი აუმჯობესებს სასწავლო პროცესის მართვას. ელექტრონული ჟურნალის პირობებში, მასწავლებლებს მხოლოდ გაცდენებისა და შეფასებების აღრიცხვა

უწევთ, ნიშნების გამოთვლის პროცესი კი, სრულად ავტომატიზებულია. თავის მხრივ, მშობელს საშუალება მიეცა – რეალურ დროში მიადევნოს თვალი შვილების შეფასებებს, გაცდენებს, დაგვიანებებს, საშუალო ქულებსა და რეიტინგს; იხილოს ინფორმაცია დავალებების, სახელმძღვანელოების,

განრიგის შესახებ და ამავდროულად, ჰქონდეს კომუნიკაცია მასწავლებლებთან. მოსწავლეებს კი აღარ სჭირდებათ იქონიონ დღიურები დავალებების ჩასანიშნად. „სქულბუქმა“ მოსწავლეებს

Facebook-იც კი ჩაუნაცვლა. ამას ისინი თავადვე აღნიშნავენ. სისტემის საშუალებით კლასელები ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან“, - აღნიშნავს გიორგი ლიქოკელი.

„სქულბუქი“ ქართული პროდუქტია. მისი შემქმნელები საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი რაფიელ ხაბურძანია და პროგრამისტი ავთანდილ რუხაძე არიან.

როგორც სტარტაპის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, მომდევნო წელს ხელმისაწვდომი იქნება „სქულბუქის“ მობილური აპლიკაციაც.

„სქულბუქით“ სარგებლობა ფასიანია და საფასო პოლიტიკა მოსწავლეების რაოდენობისა და სკოლის მიერ არჩეული მოდულების მიხედვით განისაზღვრება. ფასი 230-დან 1500 ლარამდე მერყეობს.

ცოტა ხნის წინ „სქულბუქი“ „თიბისი ბანკის“ პროგრამა სტარტაპერში ჩაერთო. სტარტაპის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ კომპანიებისთვის მსგავსი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ბაზარზე თავის დამკვიდრებას ამარტივებს.

„ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ „სქულბუქით“ უზრუნველვყოთ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები. ამიტომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ სისტემის შესახებ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს“, - აღნიშნავს გიორგი ლიქოკელი.

#სტარტაპერი

ფოტოები: ADvan/ედვენი

ქრისტინე გამთენაძე
კომენტარები (9)
15.10.2017
SchoolBook • სქულბუქი
მოგესალმებით, ქალბატონო მარიამ! უპირველესად, მადლობას მოგახსენებთ პოზიტიური უკუკავშირისთვის! რაც შეეხება ჩვენს საფასო პოლიტიკას, როგორც ჩანს, სკოლა არასწორადაა ინფორმირებული. ამასთან მიმართებით, მოგახსენებთ, რომ სქულბუქი სკოლებს სთავაზობს შემდეგ ორ ვერსიას: SchoolBook 1.0 და SchoolBook 2.0 როგორც სტატიაშია ნათქვამი, საფასო პოლიტიკა მოსწავლეების რაოდენობისა და სკოლის მიერ არჩეული მოდულების მიხედვით განისაზღვრება. სკოლის მართვის ელექტრონული სისტემის განახლებული ვერსიის - SchoolBook 2.0 ფასი 230 - დან 1500 ლარამდე მერყეობს, SchoolBook 1.0 - ის კი, 100 - დან 650 ლარამდე. აქვე აღსანიშნავია, რომ სკოლის მიერ ერთდროულად რამდენიმე მოდულის არჩევის შემთხვევაში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი შეღავათები. ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე - 2 470 333 ( ყოველდღე, შაბათ - კვირის გარდა, 10:00-დან 19:00 საათამდე ). ან მოგვწერეთ ფეისბუქზე: https://www.fb.com/schoolbook.ge/ საუკეთესო სურვილებით ^_^
13.10.2017
მარიამი
მინდა ავღნიშნო რომ სქულბუქმა მართლაც დაზოგა ჩემი დრო და ნერვები, რადგან მარტივად, სამსახურიდან შემიძლია ვნახო ჩემა გიორგიმ რა ნიშანი მიიღო ან რა დავალება აქვს დღეს გასაკეთებელი... ასევე უკვე შემიძლია მე შევურჩიო სკოლის ბიბლიოთეკაში საკითხავი წიგნები დაუფრო მეტიც კი დავჯავშნო.. მწყინს რომ ეს სისტემა არ აქვს იმ კერძო სკოლას სადაც ჩემი მეორე შვილი დამყავს და როდესაც ვკითხულობ რატომ არ სარგებლობენ ამ პრივილეეგით მეუბნებიან რომ მათ აქვთ ელექტრონული ჟურნალი რომლშიც ნიშნები ეწერებათ მაგრამ მე არ შემიძლია ვნახო სამსახურიდან ჩემი შვილის ქულები და დავალებები.. და ისიც კი მითხრეს რომ თქვენ იმდენად ძვირი პროდუქტი ხართ სკოლას არ აქვს საშუვალება ესგადაიხადოს... იქნებ დაწიოთ ფასები და შეძლოს ყველა სკოლამ სარგებლობა...
მსგავსი სიახლეები
მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან დღემდე - 9, - ამის შესახებ ”ინტერპრენსიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.
თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე საცობების განტვირთვის მიზნით ე.წ. შავი წერტილების გამოსავლენი სპეციალური პროგრამის დანერგვას გეგმავს.
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ამბროლაურში ახალი საწარმო გაიხსნა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია და უმეტეს შემთხვევებში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით
სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური შესანახი კარადები მოეწყობა
არაჟნით ჩანაცვლებული მაიონეზი, პიცა კეტჩუპისა და მაიონეზის გარეშე, კომპოტი - ეს იმ საკვები პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რაც მოსწავლეებს სკოლის ბუფეტებში ხვდებათ.
ჩემი პოზიცია იქნება, რომ GEM Fest-ი არ დავაფინანსოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ვიზაზე განაცხადს შეიტანთ, დარწმუნდით, რომ ვიზა ნამდვილად გჭირდებათ და თქვენს ძველ ვიზას ვადა გაუვიდა ან თქვენი ქვეყანა არ არის უვიზო რეჟიმის პროგრამის (Visa Waiver Program) წევრი.
ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის პროექტის წარმომადგენლის მაია მუშკუდიანის განცხადებით, იმ 10 სკოლაში, სადაც ვაშლი უნდა დარიგდეს, ვაშლი კვირის სხვადასხვა დღეს შევა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ვაშლების დარიგების პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკო ფუდი" შესაძლოა გაიყიდოს.
სრულად
19.10.2017
ბამბის ნაყინი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია უკვე რამდენიმე თვეა, გასართობი ღონისძიებების უცვლელ ატრიბუტად იქცა.
სრულად
19.10.2017
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.
სრულად
17.10.2017
"სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა. მიწასთან ურთიერთობა მსიამოვნებს. თუშეთში ჩასვლა და მუშაობა კარგი განტვირთვაა,” – ამბობს 23 წლის ფერმერი გიორგი აბულიძე, რომელიც წარმატებული კოოპერატივის ”ალაზნისთავის” ერთ-ერთი წევრია.
სრულად
17.10.2017
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "თიბისი ბანკის" მიერ "პროგრესბანკის" შეძენის თემას უბრუნდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14660-ე