გარდაბანში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
გარდაბანში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
12 ოქტომბერი / 2017
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გარდაბანში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო - შპს „თელეთის ყველის სახლი“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ მამუკა კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.

საწარმოს შექმნა „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებშია დაფინანსებული. ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 010 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო
თანადაფინანსება 146 404 აშშ დოლარია.

კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ყველს, მათ შორის დავარგებული ყველის რამდენიმე სახეობას, რისთვისაც კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. საწარმოში დასაქმებულია 20 ადამიანი.

საწარმო შექმნილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით. კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გეგმავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის - HACCP - ის დანერგვას.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდა 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო. ქვემო ქართლის რეგიონში შეიქმნა 20 ახალი და გადაიარაღდა / გაფართოვდა 131 საწარმო.

სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველო - ბიზნესის ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
2017 წლის ზაფხულში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) 10 მავნე პროდუქტი გამოავლინა.
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი საწარმო, შპს ”ნეოსტარი“ შეემატა, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას გეგმავს.
ხონში, სოფელ ივანდიდიში ახალი, კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას ხონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრო. საწარმოში პირველ ეტაპზე 30 ადგილობრივი დასაქმდება.
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ამბროლაურში ახალი საწარმო გაიხსნა.
საქართველოში არც ისე ბევრია მსხვილი საწარმო, რომელიც პროდუქციას ქმნის და ექსპორტზე გააქვს.
ჩრდილოკორეული კომპანიები ჩინეთში 2018 წლის იანვარში უნდა დაიხუროს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „სვეტი“ შეემატა, რომელიც ქვის გადამუშავებას გეგმავს.
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. რეგიონის მასშტაბით 30,3 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. 80 საწარმო დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებს ყურძნის მიღებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ინდუსტრიული მიმართულებით 191 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბენნ“ შეემატება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკო ფუდი" შესაძლოა გაიყიდოს.
სრულად
19.10.2017
ბამბის ნაყინი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია უკვე რამდენიმე თვეა, გასართობი ღონისძიებების უცვლელ ატრიბუტად იქცა.
სრულად
19.10.2017
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.
სრულად
17.10.2017
"სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა. მიწასთან ურთიერთობა მსიამოვნებს. თუშეთში ჩასვლა და მუშაობა კარგი განტვირთვაა,” – ამბობს 23 წლის ფერმერი გიორგი აბულიძე, რომელიც წარმატებული კოოპერატივის ”ალაზნისთავის” ერთ-ერთი წევრია.
სრულად
17.10.2017
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "თიბისი ბანკის" მიერ "პროგრესბანკის" შეძენის თემას უბრუნდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14665-ე