"ამაზონის" წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით Walmart-ი და Target-ი "გუგლთან" ერთიანდებიან

ამერიკული სავაჭრო ტიტანები, რომლებიც აქამდე მეტოქეები იყვნენ, ერთიანი სამოქმედო გეგმით გამოდიან, რომლის მიზანიც Amazon-ის შესუსტებაა.

იქიდან გამომდინარე, რომ Amazon-ის დომინანტობა იაფ პროდუქციაზე გრძელდება და სულ უფრო ზრდის საკუთარ წილს ამ სეგმენტში, ასევე დაბალფასიან სეგმენტზე გათვლილი Walmart-ი და Target-ი კიდევ ერთ ინტერნეტ გიგანტთან "გუგლთან" ერთიანდებიან და მისი დახმარებით შეეცდებიან საკუთარი ერთიანი პოლიტიკის გატარებას.

ამის საწყის მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ Target-ის სიახლე, რომ შოპინგ სერვის Google Express-ზე განათავსებს საკუთარ პროდუქციას, ისევე როგორც ამას აკეთებენ სხვა მსხვილი კომპანიები. მომხმარებლებს ასევე ექნებათ წვდომა Google Assistant-თან, რომელიც პროდუქციის შეკვეთისთვის გამოიყენება. მომავალი წლიდან კი Target-ის საკრედიტო ბარათის მფლობელები მიიღებენ 5%-იან ფასდაკლებას თუ შეკვეთას Google Express-ის მეშვეობით გააკეთებენ. აგვისტოში დაახლოებით იგივე სერვისი დანერგა „გუგლთან“ თანამშროლმლობით Walmart-მა.

კოკა კვირკველია