ბიტკოინის კრახი და სხვა „შოკისმომგვრელი“ პროგნოზები 2018 წლისთვის

დანიურმა Saxo Bank-მა 15 წლიან ტრადიციას არ უღალატა და ამჯერადაც გამოაქვეყნა საკუთარი პროგნოზები მომავალი 2018 წლისთვის.

ბანკის მიერ წარმოდგენილ წლევანდელ კვლევაში ყურადღებას იქცევს „კორპორაციული ფემინიზმის“ აღზევება, „ეპლის“ შესუსტება, ბიტკოინის „კრახი“ და ამერიკელი ელექტორატის განწყობების ცვლილება.

წარმოგიდგენთ 10 „პროგნოზს“ მომავალი წლისთვის:

1. ბანკი ბიტკოინის კრახს პროგნოზირებს - კრიპტოვალუტის მიმართ ბოლო წლებში გაასმაგებული ინტერესი აუცილებლად მიიყვანს მას სრულ კრახამდე.

2. ქალი მმართველები - ბანკის პროგნოზით Fortune 500-ში შემავალ კომპანიებში, ქალი მმართველების რიცხვი გაორმაგდება.

3. მემარცხენე განწყობები აშშ-ში - ბანკი წერს, რომ ამერიკის პოლიტიკაზე გავლენას იქონიებს 1981 წლის შემდეგ შერეულ ეთნიკურ ოჯახებში დაბადებული პირების პოლიტიკური სიმპათიები. პლიუს ამას, ამ ფონს ხელს შეუწყობს სულ უფრო მეტი პოპულისტური იდეის მხარდაჭერა დემოკრატიულ პარტიაში, რომელიც მომდევნო კონგრესის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

4. „ავსტრო-უნგრეთის“ ახალი იმპერია - ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს შორის თანხმობის ზრდის ფონზე, კავშირში შემავალი ქვეყნების ნაწილი წარსდგებიან განსხვავებული ხედვებით და ფრანგულ-გერმანული ცენტრის პარალელურად გაძლიერდება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კოალიცია ავსტრიისა და უნგრეთით სათავეში.

5. Apple გადაინაცვლებს მეორე ადგილზე - ბანკის მოსაზრებით ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი დაკარგავს პირველ ადგილს საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით და მას გადაუსწრებს ჩინური ინტერნეტ კომპანია Tencent, რომლის კაპიტალიზაცია მომავალ წელს ორჯერ გაიზრდება.

6. მოხდება ამერიკის ფედერალური რეზერვის უფრო მეტი დამოკიდებულების ზრდა ამერიკის ხელისუფლებაზე.

7. გაიზრდება ჩინური იუანის როლი სანავთობო ბიზნესში - ბანკის მოსაზრებით, ვინაიდან მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა, ჩინეთი შეთანხმებების გაფორმებას სულ უფრო ხშირად აწარმოებს საკუთარ ვალუტაში, ეს პროცესი გარდაუვალია.

8. სამხრეთ აფრიკული გაზაფხული - მოსალოდნელია პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების აყვავება, საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებში. ამას ხელს შეუწყობს რობერტ მუგაბეს გადაყენებაც და გარდა ამისა, აფრიკაში დაიწყება საკუთარი პოტენციალის გადაფასება.

9. იენის დაქცევა - ჩინურისგან განსხვავებით იაპონიის ეროვნული ვალუტა კრახს განიცდის. ბანკის აზრით, ამის მთავარი მიზეზი ქვეყანაში ინფლაციური პროცესების ზრდა იქნება.

10. საფონდო ბაზრის ჩამოშლა - Saxo Bank-ის პროგნოზით 2017 წელს საფონდო ბაზარზე მიმდინარე დაბალი აქტიურობის გამო მოსალოდნელია ბაზრის ვალატილობის შემცირება, შედეგად კი მისი ჩამოშლა.

Saxo Bank-ის ვარაუდებს ფინანსისტები 1%-იან რეალობას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა პროგნოზის გამართლების ალბათობა 10%-ით მაინც არის. ბანკი მიუთითებს, რომ ეს არ არის პროგნოზი, არამედ შეხსენებაა იმისა, თუ რა ღირს ზოგიერთი ნეგატიური პროცესის უგულებელყოფა.

კოკა კვირკველია