Aston Martin-ი 255 000 დოლარად ღირებულ ელექტრომობილს გამოუშვებს

ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Aston Martin-ი, სრულიად ელექტროძრავიანი სედანის წარმოებას იწყებს , რომელიც ყველა კომპონენტში აჯობებს ამჟამად ბაზარზე არსებულ საუკეთესო ელექტრომობილს Tesla-ს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, ენდი პალმერმა განაცხადა, კომპანია ელექტრომობილებს მოდელ Rapid-ის ბაზაზე ააწყობს და მას RapidE ერქმევა. მისივე თქმით, მისთვის Tesla არის ნამდვილად ღირსეული მეტოქე პრემიუმ სეგმენტში, მაგალითად Daimler-ისთვის, BMW-სთვის და სხვებისთვის, მაგრამ ის ვერ „ქაჩავს“ უფრო მაღალ კლასში სადაც „ასტონ მარტინია“.

„ის იმიტომაც ვერ იქნება ჩვენი კონკურენტი, რომ ჩვენი მყიდველი იქნება რაღაც განსაკუთრებულის მსურველი და არა მყიდველი მასიური ავტომობილების სეგმენტიდან. რაც შეეხება ავტომობილის ტექნიკურ მონაცემებს, ის რა თქმა უნდა არაფრით ჩამოუვარდება ჩვენივე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების მონაცემებს“, - დასძინა პალმერმა.

მისივე განცხადებით, ავტომობილის ფასი 255 ათასი დოლარი იქნება და ის ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 155 ეგზემპლარი გამოვა. ცნობილია, რომ კომპანიამ აღნიშნულ მოდელზე შეკვეთების მიღება ივლისში დაიწყო და 155-ვე ერთეული უკვე გაყიდა. სიახლე ერთჯერადი დამუხტვით 320 კმ მანძილს დაფარავს, თუმცა უცნობია როგორი იქნება მისი აქსელერაცია და მაქსიმალური სიჩქარე.

კოკა კვირკველია